უახლოეს თვეებში კომპანია Sony აპირებს წაახალისოს პოტენციური მყიდველები ახალი ტექნიკის შესაძენად. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია შეწყვეტს PlayStation Store-ზე PlayStation 3-ს, PlayStation Portable-სა და PlayStation Vita-ს მხარდაჭერას.
ძველი თამაშების მოყვარულებს მიეცათ რეკომენდაცია – ჩამოტვირთონ კონტენტი ან შეიძინონ დისკები. თამაშების ჩატვირთვის შესაძლებლობას პირველ რიგში გამოეთხოვება PlayStation 3 და PlayStation Portable – 2 ივლისიდან შეწყდება ამ ტიპის კონსოლების მხარდაჭერა. გაცილებით ახალი PlayStation Vita-ს მხარდაჭერა გაგრძელდება ზაფხულის ბოლომდე – მას მაღაზიიდან გათიშავენ 27 აგვისტოს.
PlayStation Portable პირველად იაპონიაში გამოჩნდა 2004 წლის დეკემბერში, მომდევნო წელს კი გაყიდვები დაიწყო რეგიონალურ ბაზრებზე. ეს იყო Sony-ს პირველი „ჯიბის“ კონსოლი, რომელიც კონკურენციას უწევდა იმ დროს პოპულარულ Nintendo DS-ს. Sony-ს მოდელმა დიდი წარმატება მოიპოვა. საერთო ჯამში, ექსპერტების აზრით, გაიყიდა 80-82 მილიონი ეგზემპლარი, ოფიციალურად კი – 76.4 მლნ 2012 წლის მარტამდე, თუმცა ისიც ცნობილია, რომ გაყიდვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდა.
PlayStation 3 გამოვიდა 2006 წლის ნოემბერში იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გაყიდვების არც ისე კარგად დაწყების მიუხედავად საერთო ჯამში 2017 წლის მარტისთვის 87.4 მილიონი კონსოლი გაიყიდა – ოდნავ მეტი, ვიდრე Microsoft Xbox 360.
სამიდან ყველაზე ახალი, მაგრამ ნაკლებად წარმატებული არის PlayStation Vita. იგი 2011 წელს გამოვიდა იაპონიაში და 2012 წელს – დანარჩენ მსოფლიოში. ეს სიახლე, რომელიც შეიქმნა PS Portable-ს შესაცვლელად, იმდენად ცუდად იყიდებოდა, რომ მწარმოებელმა 2012 წელს შეწყვიტა გადაზიდვების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება. ზოგიერთი ცნობით, კონსოლის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 16 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა
წყარო: Overclockers