Privacy Policy

1. ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ

Gameshop.ge – შეიქმნა 2018 წლის 1 დეკემბრს.

ვებ-გვერდი Gameshop.ge ინტერნეტ გეიმინგ ჟურნალი და კომერციული ადგილია სადაც მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ბევრ საინტერესო სიახლეს ან შეიძინოს მისთვის სასურველი თამაში მარტივად.
ვებსაიტზე მუშაობენ მწერლები, რომლებიც ანთავსებენ იმ მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციებს რომლებიც მომხმარებლისთვის საინტერესოა.

ვებსაიტზე იხილავთ მსოფლიო მასშტაბით გავრცელებულ ინფორმაციებს, სიახლეებს, სტატიებს, განხილვებს და ა.შ რომელიც ნათარგმნია და გამოქვეყნებული ჩენი ვებსაიტის მწერლების მიერ.
ვებსაიტზე ყველა განთავსებული ინფორმაცია გახლავთ რეალური და მწერლის მიერ დამუშავებული ინფორმაცია რომელიც განთავსებულია ჩვენი ვებსაიტის პოლიტიკის მიხედვით რომელიც ითვალისწინებს Copyright და Copywriting პოლიტიკას, აქედან გამომდინარე ვებსაიტზე არსებული ყველა ინფორმაცია შეესაბამება ინტერნეტ ჟურნალის სტანდარტებს და ითვლება ვებ საიტის საკუთრებად.

2. რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ

პერსონალური მონაცემები გახლავთ, დამკვეთის, ვებ საიტზე შემოსული პირის საინდენტიპიკაცია ონფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ვებსაიტზე შემოსულ, ფიზიკური პირის ქმედება ვებ საიტზე. პერსონალური მონაცემების ანალიტიკა ხდება სისტემასთან მუშაოპის პირობაზე, ვებსაიტი ამუშავებს ფიზიკურ პირის მონაცემებს, ვებსაიტი აძლევს საშუალებას ისარგებლოს შემოსულმა მომხმარებელმა გაეცნოს/იყიდოს თამაში, ხოლო მისი პერსონალური მონაცემები ინახება სერვერის ბაზაში.

3. კომენტარი სიახლეზე/პროდუქციაზე

როდესაც მომხმარებელი შემოდის ვებ საიტზე, სისტემა ავტომატურად ადგენს შემომავალი მისამართის იდენტიპიკაციას, რის შედეგადაც სისტემა ავტომატურად კონტროლს იღებს თავის თავზე და განსაზღვრავს მომხმარებლის გადაადგილებას ვებ საიტზე.
კომენტარის დამატება ვებ საიტზე ნიშნავს, ვებსაიტის საკუთრებაზე გამოხმაურებას, რასაც გააჩნია წესები და საკუთარი პოლიტიკა.

გთხოვთ ვებ საიტზე არ გამოიყენოთ:
1.0 უცენზურო სიტყვები.
1.1 გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება თქვენი კომენტარის შინაარსს.
1.2 გთხოვთ არ დაპოსტოთ რეკლამის შემცველი კომენტარი.
1.3 გთხოვთ ბეჭდვის დროს გრამატიკულად გამართეთ თქვენი კომენტარი.
1.4 გთხოვთ კომენტარის სახით ნუ დაწერთ კრიტიკას შეცდომის შესახებ, აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით

4. პროდუქციის შეკვეთის ფორმა

პროდუქციის შეკვეთის ფორმა საშუალებას აძლევს მოხმარებელს, სწრაფად და მარტივად შეუკვეთოს ჩვენი პროდუქცია პირდაპირ კომერციული ვებ საიტიდან. შეკვეთის ფორმა საშუალებას გაძლევთ გააფორმოთ შეკვეთა Gameshop – Georgia სთან თქვენი ფავორიტი თამაშის ყიდვის თაობაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები რომლებიც შეკვეთის ფორმაში შემდგომ გამოიყენება გახლვათ დაცულ სერვერზე კომუნიკაციის დონით არსებული ერთ-ერთი ვებ საიტის ფუნქცია, რომელიც უშუალოდ ვებ საიტის ადმინისტრაციას და მომხმარებელს ერთმანეთს აკავშირებს და მომხმარებლისთვის მარტივ და სასიამოვნო გარემოს ქმნის იმ თვალსაზრისით რომ, მომხმარებელს შეუძლია ვებ საიტიდან განახორციელოს ფავორიტი ოიგინალი ლიცენზირებული თამაშის შეკვეთა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:
პროდუქციი შეკვეთის ფორმა გახლავთ კომუნიკაციის საშუალება ადმინისტრაციასა და მომხმარებელს შორის, შეკვეთის ფორმის გამოყენების პირობაზე მოქმედებს 7 (მეშვიდე) პუნქტის პირობა, რომელიც ითვალისწინებს ვებსაიტი საკონტაქტო საშუალების ზოგად წესებს.

5. სარეგისტრაციო პირობები საიტზე

gameshop.ge ზე რეგისტრაცია ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. საიტზე რეგისტრაცია ნიშნავს ვებ საიტის gameshop.ge – ს სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ვებსაიტზე რეგისტრაციის (პერსონალური) მონაცემების შეყვანის დროს თქვენი მონაცემები ინახება ჩვენს ბაზაში, რომლის უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ DDOS და WEB Certificate COMODO სერვისები, რომელიც უზრუნველყოფენ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოდ შენახვას.
საიტზე პროფილის შექმნის შემდეგ, ვებსაიტი თქვენ ავტომატურად განიჭებთ საკუთრ პერსონალურ ინფორმაციას და სივრცეს, სადაც გექნებათ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების ცენტრი თქვენი პროფილი.
პროფილში იგულისხმება თქვენი პერსონალური მონაცემები, თამაშის შენაძენები, დაგროვებული ბონუს ქულები, კლიენტთა მომსახურების წოდებები და ა.შ.
გაცნობებთ რომ, ვებსაიტზე არალეგალური ქმედება წარმოქმნის ბლოკს რომელიც დაედება არალეგალურად შემოსულ ან არალეგალური ქმედების ადრესატს პირად აიპ მისამართზე რომელიც ვეღარ შეძლებს ვებ სერვისით სარგებლობას.

6. მედია

ჩვენი მედიის წყარო გახლავთ ჩვენი სერვერი, ვებსაიტი – Gameshop.ge არ იყენებს სხვა საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს, საიტის მედიის ფუნქციის უზრუნველყოფას. ვებსაიტზე ნებისიერი კონტენტი და მედია ატვირთულია ვებ გვერდის სერვერზე, რომელიც გახლავთ Gameshop.ge – ს საკუთრება.

7. საკონტაქტო ფორმა

ვებსაიტზე “კონტაქტი” გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ვებ საიტის მომხმარებელს, ვებსაიტზე არსებული საკონტაქტო ფორმის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ. ვებ საიტზე საკონტაქტო  ინფორმაციის გამოყენება შესაძლებლობას მოგცემთ, დაუკავშირდეთ ვებ საიტის ადმინისტრაციას თქვენთვის სასურველ თემაზე.
ფრთხილად:
საკონტაქტო ფუნქციის არასწორი/შეურაცხმყოფელი და არაეთიკური გამოყენებისთვის, პირი იქნება ვებ საიტის მიერ ბლოკირებული.

8. Cookies

ჩვენ ვიყენებთ Cookies. თუ თქვენ დატოვებთ ჩვენს ვებ საიტზე, კომენტარს, ან თუნდაც შემოხვალთ სისტემაში, ვებსაიტი ავტომატურად ინახავს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც გახლავთ ვებ საიტზე კომენტარში მითითებული თქვენი ინფორმაცია, სახელი გვარი, მეილი, და შეტყობინება. ასევე ვებ გვერდი ინახავს ინფორმაციას, საკონტაქტო ველის გამოყენების შემთხვევაში, სახელსა და გვარს , მეილს და შეტყობინებას. თუ თქვენ შეიყვანთ ვებ საიტზე ინფორმაციას, სისტემა იწყებს ავტომატურ ინფორმაციის გენერირებას, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს ვებ საიტის მოხმარების საშუალებას.

9. გადაბმული კონტენტი ჩვენს ვებ საიტზე სხვა ვებსაიტებიდან

ვებ საიტზე შეგხვდებათ სხვადასხვა ტიპის კონტენტი, რომლებიც დამუშავებულია ვებსაიტზე მწერლების მიერ. კონტენტი შეიძლება იყოს მოლე ან თუნდაც დიდი. ვებსაიტი ხშირშემთხვევაში იყენებს გადაბმულ კონტენტებს როგორიც გახლავთ მაგ: Youtube, Google, Bing და ა.შ. ვებსაიტზე გადაბმული კონტენტი შეგხვდებათ ვიდეორგოლის სახით გადმოტანილი Youtube  – დან ან ნებისმიერი ვებსაიტიდან, სადაც შეგხვდებათ გადმოტანილი/გადაბმული ვიდეოს/ვებ საიტის ავტორის ინფორმაცია, ამ თვალსაზრისით ვებ საიტი არ არღვევს საკუთრების უფლებას და იყენებს კანონით მონიჭებულ უფლებას გამოიყენოს საჯარო ინფორმაცია ვებ საიტზე.

10. ანალიტიკა

ვებ საიტი Gameshop.ge ინდექსირებულია Google – ს საძიებო სისტემაში, ვებსაიტს ანალიტიკას უწევს “Google Analityc”

11. FACEBOOK პოლიტიკა

მოგეხსენებათ ჩვენი ოფიციალური facebook გვერდი აქტუალურად ფუნქციონირებს, ჩვენ სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენს მომხმარებლამდე მიგვაქვს ახალი ამბები, სიახლეები, ფასდაკლებები და ა.შ.
ჩვენი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულია შესაბამისი წესდების პოლიტიკა რომელიც ითვალისწინებს Gameshop – Georgia -ს ოფიციალურად დადგენილ პოლიტიკას რომელიც არ უნდა იქნას გამოყენებული სოციალურ ქსელში, ამ შემთხვევაში ჩვენს ოფიციალურ facebook გვერდზე.

გთხოვთ გაითვალისწინეთ:
1.1
– კომენტარების სახით არ დაწეროთ შეურაცხმყოფელი მიმართვა სხვა პირზე!
1.2 გთხოვთ თავი შეიკავოთ უცენზურო ფრაზებისგან.
1.3 გთხოვთ დაიცვათ გვერდის პოლიტიკა, ნებისმიერი ინფორმაციის გადატანის შემთხვევაში მიუთითეთ წყარო!
1.4 დაუშვებელია სხვა სახის ნებისმიერი რეკლამის განთავსება (კომენტარების სახით)
1.5 განთავსებულ პროდუქციაზე დაუშვებელია ფასთან მიმართებაში კრიტიკის ან სხვა არაოფიციალური/ოფიციალური მაღაზიების ან მარკეტებთან მიმართებაში ფასის შედარება/რეკლამირება. ნებისმიერი პრეტენზიის დასაფიქსირებლად გთხოვთ გამოიყენოთ შესაბამისი ადგილი და ფორმა რომელიც განკუთვნილია ჩვენი მომხმარებლებისთვის.
1.6 არალიცენზირებული/არაოფიციალური ან ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვის მცდელობა ან ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებლის გაურკვევლი სახის პროდუქტის შეთავაზება რომელსაც მინიჭებულიაქვს თანხა (გადასახადი) დაუშვებელია!

გაითვალისწინეთ: ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს მიენიჭება ეგრედ წოდებული Warn (გაფრთხილება) განმეორებით შემთხვევაში მომხმარებელი ბლოკირებული იქნება ადმინისტრაციის მიერ რომელიც არ ითვალისწინებს განხილვას!

Updated: ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019


 

0
კალათა
  • No products in the cart.