ახალი Call of duty: Modern Warfare განხილვა,დეტალები, ინფორმაცია და სხვა

 Activision მა გუშინ დაანონსა ახალი Call of duty სერია სახელად: Call of duty: Modern Warfare.
როგორც უკვე ცნობილი, გახდა ეს არ იქნება Modern Warfare სერიების გაგრძელება. Infinity Ward მა კიდევ ერთხელ აიღო თავის თავზე დიდი გამოწვევა და, კომპანიამ განაცხდა რომ თამაშის გამოსვლას დიდი სიფრთხილე სჭირდება რადგან, წინამორბედი თამაშების ისტორიიდან გამომდინარე თამაშში არანაირი შეცდომა არ უნდა გაეპაროთ. 
ასევე გავარკვიეთ სხვადასხვა დეტალებიც, ჩვენი საყვარელი გმირი Cpt Price ისევ გამოჩნდა თამაშში, მაგრამ პრაისი არ ასრულებს ისეთ დავალებებს რომელიც წინა მორბედ Modern Warfare სერიებიდან გვახსოვს.

Call of duty: Modern Warfare 2019

ახალი ნაწილის ჟანრში შეგვხვდება სხვადასხვა გართულებული მისიები, რომლებიც აღჭურვილი სხვადასხვა დეტალებით. საბრძოლო მხარეები იქნებიან სხვადასხვა კატეგორიის, რათქმაუნდა მათ სხვადასხვა თანამედროვე იარაღებით და აღჭურვილობით იქნებიან აღჭურვილები, ასევე დანაყოფები მაგალითად როგორიც გახლავთ Task Force დაერთქმევა Tier 1 დანაყოფი რომლის ფუნქცია მოვალეობასაც თამაშის დროს გაიგებთ.

თამაშის პერსონაჟები სხვადასხვა სახელებითა და სხვადასხვა დანაყოფებით შეგხვდებიან, თამაშში ნაჩვენებია და აღნიშნულია რომ, სხვადასხვა ტერორისტული ძალების მხრიდან ხდება სხვადასხვა შეტევები, შესაბამისად თამაშიდან უნდა ველოდოთ, სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციებს რომლების სხვადასხვა არეალში მოქმედებენ.
 Call of duty – ს შემქმელების ტექნიკურმ სამსახურმა ისევ გადაწყვიტა ძველ თანამშრომლებთან თანამშრომლობა, Infinity Ward ის არტ დირექტორთან კონსულტაციების შემდეგ, ოფიციალურმა მხარემ განაცხადა რომ, თამაშის Multiplayer ვერსია იქნება ძალიან დიდი ფიზიკის მქონე ძრავზე დაყრდნობილი პროდუქტი, რომელიც ძალიან რეალურ და ფიზიკურად გაძლიერებუყლ პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს, რაღათქმაუნდა გაუმჯობესებული იქნება Next Gen ძრავებზე აწყობილი ფიზიკის დეტალები გრაფიკული თვალსაზრისით, ასევე კომპანიის არტ დირექტორმა განაცხადა რომ, ახალი კატეგორიის ფიზიკური მხარე იქნება ძალიან დახვეწილი და ძალიან რეალური მოთამაშისთვის.

ღამის ხედვის ხელსაწყო, ამ ნაწილში ძალიან შეიცვალა. ძველ ვერსიებიდან გამომდინარე ღამის ხედვის ხელსაწყოში, არ ჩანდა ნათლად ყველა დეტალი რადგან, მას ზოგადად სინათლე ან მოწინააღმდეგის იარაღიდან ნასროლი ტყვიის ანარეკლი უშლიდა ხელს. ამ ნაწილში კი, ღამის ხედვის ხელსაწყოები იქნება გაცილებით დახვეწილი და გაცილებით მაღალი ხარისხის მაჩვენებლით ვიდრე აქამდე იყო, დეველოპერების აზრით ყველა წვრილმანი დეტალი რომელიც, საჭიროა მოწინააღმდეგის თუ ზოგადად გარემოს აღქმის მიზნით იქნება ძალიან გაძლიერებული და დეტალური, თუმცა რეალურ მხარეს ხელსაწყოს არ დაუკარგავენ და დარჩება ზოგადი მოხმარების გენერაციის ქვეშ, როგორც რეალურადაა. 
 ასევე ხელსაწყოების მრავალხარისხიანობაზეც და ტიპებზეც ისაუბრეს, ასევე მოთამაშეს შეეძლება გამორთოს ღამის ხედვის ხელსაწყო და იმოქმედოს მის გარეშე ტაქტიკურად სიბნელეში.

Call of Duty: Modern Warfare ხელმისაწვდომი იქნება როგორც PC ზე ასევე PlayStation 4, Xbox One -ზე 25 ოქტომბერს.

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

F1 2020

F1 – როდესაც ვირტუალურს და რეალურს შორის ხაზი ქრება

F1 2019-ს ამბიციური გეგმები აქვს eSports სცენაზე საპრიზო თანხა გაორმაგდა რბოლის სიმულაცია ასეთი რეალისტური არასდროს …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.