F1 2020
F1 2020

F1 – როდესაც ვირტუალურს და რეალურს შორის ხაზი ქრება

  • F1 2019-ს ამბიციური გეგმები აქვს
  • eSports სცენაზე საპრიზო თანხა გაორმაგდა
  • რბოლის სიმულაცია ასეთი რეალისტური არასდროს ყოფილა

Codemasters-ის ფორმულა 1-ის სიმულაციის ახალ ვერსიას ძალიან ბევრი ადამიანი ელის. თამაში გაყიდვაში 28 ივნისიდან იქნება, შესაბამისად, რბოლების მოყვარულებს დიდი ხანი აღარ მოუწევთ ლოდინი. თვის დასაწყისში, რამდენიმე პოპულარული გამოცემის ავტორებს საშუალება ჰქონდათ F1 2019 ეთამაშათ და როგორც წერენ, სიმულატორმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ტრასაზე გასვლამდე Time Trial რეჟიმი აითვისეთ
          ტრასაზე გასვლამდე Time Trial რეჟიმი აითვისეთ

ყველამ იცის, რომ F1-ის სიმულატორები საკმაოდ რთული სათამაშოა, თუმცა დეველოპერებს ახალბედებისთვისაც აქვთ რჩევები. დანიელ გრეკო, რომელიც Codemasters-ის მთავარი დიზაინერია, პირველ რიგში გეიმერებს Time Trial რეჟიმის ცდას ურჩევს.

‘დამწყებებმა Time Trial რეჟიმში მარტივი ტრასა აირჩიეთ. როდესაც შეამჩნევთ, რომ დამხმარე რეჟიმების გარეშეც კომფორტულად გრძნობთ თავს, გამორთეთ ისინი და უფრო რთულ ტრასაზე გადადით’, – განაცხადა გრეკომ.

ვიზუალური კუთხით თამაში ნამდვილად განსაკუთრებულია, შესაბამისად ახალბედებს შანსი გექნებათ, სწორედ შესანიშნავ გრაფიკას დააბრალოთ ის, რომ საწყის ეტაპზე მანქანას ყოველ მეორე მოსახვევში დაამტვრევთ. 

სიმულაცია ძალიან რეალისტურია
სიმულაცია ძალიან რეალისტურია

სანამ თამაშის სხვა კომპონენტების განხილვაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ნახოთ F1 2019-ის გრაფიკის შედარება მის შარშანდელ ვერსიასთან. განსხვავება უბრალოდ გამაოგნებელია.

‘პირველი რაც გვინდოდა, თამაშის ვიზუალური მხარის გაუმჯობესება და მისი რეალობასთან მიახლოება იყო’, – ამბობს დანიელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ დასახულ მიზანს მიაღწიეს – სიმულაცია განსაკუთრებით ეფექტური მაშინაა, როდესაც ტრასას სალონის ხედიდან უყურებთ.

ვირტუალური თუ რეალური?
ვირტუალური თუ რეალური?

როდესაც Time Trial-ებს კარგად გაუმკლავდებით, შეგეძლებათ Formula 2-ში დაიწყოთ ასპარეზობა, რომელიც, დანიელის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა.

‘ბედნიერი ვარ, რომ წლევანდელ სიმულატორს F2 დაემატა. Formula 2-ში ავტომობილის მართვა ბევრად რთულია, რადგან განსხვავებით F1-სგან, F2-ში არ არის საჭის გამაძლიერებელი’.

გამოცდილება ნამდვილად უნიკალურია და გეიმერებს თამაშის დეტალების ათვისებაში ეხმარება. 

F1 2019-ის მთავარი რეჟიმი მაინც ‘რაივალსია’, რომელშიც ავტორბოლის ლეგენდებითაც შეგიძლიათ ასპარეზობა. აირტონ სენა და ალან პროსტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად რბოლის სიმულატორში.

ელექტრონული სპორტის სცენა სწრაფი ტემპებით იზრდება, რასაც Codemasters-მაც აუწყო ფეხი.

eSports სცენა იზრდება და იზრდება, შესაბამისად ჩვენ არ გვსურდა პროცესებს ჩამოვრჩენოდით. წელს F1 eSports-ს სცენაზე 500,000 ევროს ოდენობის საპრიზო ფონდი იქნება. ყველაფერი ონლაინ რბოლებით დაიწყება, ხოლო საუკეთესო მოთამაშეები კი ღონისძიებებზე ივლიან და საპრიზო თანხას დაეუფლებიან’, – თქვა დანიელმა.

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

Sony-მ უკვე 30 მილიონზე მეტი Playstaton 5 გაყიდა

მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანა SONY-მ თავისი მასშტაბური გაყიდვები გაასაჯაროვა და მსოფლიოში ყველაზე მეთხოვნად კონსოლზე P;aystation 5-ის …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.