მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ამ განხილვაში ვისაუბრებთ თუ რატომ თიშავენ ჩვენი საყვარელი თამაშების სერვერებს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ და გავარჩევთ სტატიაში არსებულ ყველა დეტალს.
ალბათ ყველა მოთამაშე დამეთანხმება რომ, მხოლოდ თამაშის შეძენა და მისი Singleplayer ის თამაში არცერთ გეიმერს არ აკმაყოფილებს, რათქმაუნდა გამონაკლისების გარდა. როდესაც პირი თამაშს ყიდულობს მას აქვს ორი რამ ჩაფიქრებული, პირველი ის რომ გაიაროს თამაშის ყველა ნიუანსი, დაასრულოს თამაში ბოლომდე, გაეცნოს თამაშის ისტორიას და მოკლედ ჩვენ ფულს ვიხდით იმაში რომ მივიღოთ სიამოვნება თამაშისგან. სხვაგვარად ხომ არ ვითამაშებიდით და გავართობდით ჩვენ თავს თუარა სიამოვნება? ხოლო საქმე იმაშია რომ, თითქმის უკვე ყველა თამაშს რომელიც გამოდს და კიდევ უფრო გახშირდება ეს ფაქტი, თამაში რომელიც შეიძინა მომხმარებელმა დასრულდა, ანუ მოთამაშემ გაიარა ყველა ეტაპი და თამაში ასე რომ ვთქვათ როგორც კინო ისე დასრულდა.
რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, რაღათქმაუნდა განვლილი ეტაპების ხელმეორედ გავლა ძალიან მოსაბეზრებელია, და ამიტომ, ჩვენ გვინდა რომ არსებულ თამაშში დავუპირისპირდეთ სხვა მოწინააღმდეგეებს და არ შევწყვიტოთ გართობა ჩვენი საყვარეწლი თამაშით რადგან გეიმერს მხოლოდ თამაშის ისტორია და მისი დასრულება არ აკმაყოფილებს ძირითად შემთხვევაში.
ხოლო იმისთვის რომ თქვენ სხვა მოთამაშეს დაუპირისპირდეთ და ითამაშოთ (online) ში ანუ ინტერნეტში, ამისათვის საჭიროა სერვერები.
რა არის თამაშის სერვერები?
თამაშის სერვერები თითქმის ყველა ერთნაირია და გამოიყურება ერთნაირად, მისი განსხვავება მხოლოდ სისტემით შეიძლება როგორც ჩვენი კომპიუტერები, ზოგი ძლიერია ზოგიც კი სუსტი.
სერვერები რომლითაც ჩვენ სხვა მოთამაშეებს ვუკავშირდებით სხვადასხვა სიხშირეზე მუშაობს, მაგალითად ავიღოთ Battlefield 3 ან 4. ამ თამაშების სერვერები გაცილებით ძლიერ მონაცემებს მოითხოვს რადგან ერთი მოთამაშის მხარდაჭერა სერვერზე ანუ “Slot=1#OptionCore” მოითხოვს დიდ სიმძლავრეს დაახლოებთ VRAM – სერვერიდან 3-4% -ს. ეს დაახლოებთ ის მაჩვენებელია სერვერზე რომ თქვენს კომპიუტერზე მაგალითად 4GB რამ იდან რომ მოიხმარდეს მინიმუმ 500 MB რამს, ამიტომ ამ სერვერებს შენახვა კომპანიებს და თამაშის პროვაიდერებს უფასოდ არ აქვთ რადგან მათ ელექტროენერგიის დიდი წყარო, გაგრილების სისტემები და ათასი სხვადასხვა საჭირო ნივთი სჭირდებათ მუშაობისთვის და რაც მთავარია ფული.
ძალიან გავრცელდა Free To Play თამაშები, რომლებიც გახლავთ მხოლოდ Free Online FPS Multplayer თამაშები მაგალითისთვის ახალი თამაში Apex Legends რომლის ყოველდღიური მოთამაშეთა რიცხვი მინიმუმ 10 მილიონს ცდება, ხოლო არ იფიქროთ ის რომ თამაში უფასოდ გათამაშებთ, ყველა დეველოპერს აქვს მარკეტინგული ხრიკი და გათვლა რომელიც FTP თამაშებში გლობალურ დონეზე ჭარბობს.
თამაშს “უფასო” კი ქვია მაგრამ თამაშის შიდა კონტენტებით ისე სტავაზობენ მოთამაშეებს რომ რაც არ უნდა იყოს სურვლი უჩნდება მოთამაშეს რომ 2-3$ მდე მაინც დახარჯოს რომ მისი პერსონაჟი უფრო ძლიერი და დაუმარცხებელი გახსდეს, და წარმოდგინეთ დღეში 10 მილიონი ადამიანიდან ასე რამდენი ფიქრობს…
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ადრე თუ გვიან ნებისმიერ დეველოპერს უდგება კრახი, რის შედეგადაც ვეღარ იღებს იმ თანხას რაც სერვერების შესანახად და თანამშრომლების ხელფასებისთვისაა საჭირო მაგრამ მოთამაშეთა რაოდენობა არ იკლებს ოღონდ ფულს აღარავინ იხდის.
ერთი ცოცხალი მაგალითი გახლავთ Need For Speed: World რომელსაც თითქმის ყველა გეიმერი თამაშობდა და კომპანიამ უამრავი ფული იშოვა ამით, მაგრამ როდესაც მომხმარებლები არ იკლებდა და თანხა აღარ ქონდა კომპანიას სერვერების შესანახად, სერვერები გათიშეს.
ასე ემართებათ ძირითად შემთხვევაში ყველა პროვაიდერს არასწორი მარკეტინგული გათვლის შემდეგ, როდესაც კომპანიებს აღარ აქვთ იდეები და საკმარისი თანხა რომ სერვერები დატოვონ აქტიური და მოთამაშეებმა ისევ შეძლონ თამაშით სიამოვნება, ხოლო დღეს-დღეობით უკვე სხვადასხვა FTP თამაშების სერვერები იხურება არასწორი მარკეტინის გამო.
ერთადერთი ჩემი ძველი უსაყვარლესი თამაშის სერვერები კი დღესაც აქტიურა და განაგრძობს ჩვეულებრივ მუშაობას ეს გახლავთ Burnout Paradise.