Fortnite $100 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს

Epic Games – მა როგორც უკვე ცნობილია დაანონსა პირველი დეტალები Fortnite – ს მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ რომელიც აპრილში დაიწყება, შესაბამისად საკვალიპიკაციო ეტაპი, მსოფლიო ჩემპიონატის შედგება სწორედ აპრილის თვეში ხოლო, ჩემპიონატი დასრულდება ივნისის მიწურულს.

თუ თქვენთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, Epic Games – ს მა გახსნა საბანკო ანგარიში (ექაუნთი) რომლითაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი კუთვნილი პროფილით ჩაერთოთ მსოფლიო ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ 1$ – ად, შესაბამისად ჩემპიონატში ჩართვის შემდეგ, ავტომატურად გაივლით როგორც ყველა საკვალიპიკაციო თამაშებს. საკვალიპიკაციო თამაშების გადალახვის შემთხვევაში კი თქვენ ავტომატურად გადახვალთ ფინალურ ეტაპზე რომელიც უკვე ავღნიშნე რომ გაიმართება ივნისსში.

ჩემპიონატი დაიწყება 8 აპრილს, ხოლო დასრულდება 16 ივნისს, ჩემპიონატის მონაწილეები რომლებიც გადალახავენ საკვალიპიკაციო ეტაპს და მოხვდებიან უკვე ივნისის თვის ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე, ტოპ 100 დან და ტოპ 50 მოთამაშიდან სხვადასხვა თანხებით გადანაწილდება 50,000 აშშ დოლარი. 

საკვირაო შეჯიბრებები გაგრძელდება ჯერ ჯერობით იქამდე სანამ ჩემპიონატი არ დაიწყება, შეგახსენებთ რომ თამაშში ჩასართავად თქვენ მხოლოდ ერთი დოლარი გჭირდებათ რათა მონაწილეობა მიიღოთ გათამაშებაში და ჩემპიონატშში, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ძალიან რთული გზის გავლა მოგიწევთ რადგან, ბევრმა პროფესიონალმა სტრიმერმა განაცხადა რომ, უკვე შეუდგნენ მაქსიმალურად მზადებას ჩემპიონატისთვის და მზად არიან ნებისმიერ ფასად ბოლომდე იბრძოლონ პრიზისთვის.

ჩემპიონატის ბოლო ეტაპი გაიმართება ნიუ იორკში სადაც გელოდებათ ძალიან დიდი დარბაზი და სცენა თავისი დამსწრე საზოგადოებითა და ჩემპიონატში მოქმედი მოთამაშეეებით, სადაც გაიმართება ჩემპიონატის ბოლო ეტაპი.

ასევე Epic Games – მა განაცხადა რომ:

ასეთი მასშტაბური ჩემპიონატი ჯერ არავის გაუკეთებია, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის რათა ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს, მოგეხსენებათ Fortnite – ს რამოდენიმე მილიონი მოთამაშე თამაშობს თითქმის ყოველ დღე და წარმოგვიდგენია, ჩემპიონატში რამდენი ჩაერთვება და გამოცდის ბედს და თავის პროფესიონალიზმს.

  ასევე გვინდა ისიც დავამატოთ რომ, ჩემპიონატისთვის სამზადისი ძალიან რთული და პრიორიტეტული საკითხია, რადგან ჩვენ უნდა შევქმნათ რამოდენიმე თვეში რამოდენიმე ათასიანი დარბაზი სადაც ჩემპიონატის ბოლო ეტაპი გაიმართება, და ალბათ ყველას ძალიან კარგად ესმის რომ ეს ურთულესი თემაა.

ბევრი ხარვეზი გვქონდა, იყო საუბარი ჩემპიონატის გადადების თაობაზეც მაგრამ, ჩვენი გუნდური მუშაობითა და პროფესიონალიზმით ახლა ყველაფერი რიგზეა და მაქსიმალური ძალებით ვცდილობთ მოვბილიზდეთ, რათა ამ უპრეცედენტო მოვლენას შესაბამისად ვუპასუხოთ.

 

ზუსტ ციფრს არ ასახელებს დეველოპერი, თუ რამდენმა მოთამაშემ გამოთქვა სურვილი ჩემპიონატში ჩართვის თაობაზე და რამდენმა უკვე გაიარა რეგისტრაცია, თუმცა დეველოპერები გვეუბნებიან რომ მილიონობით ადამიანია რომლებსაც ჩემპიონატში მონაწილეობა სურთ და მზად არიან რეგისტრაციისთვის. ასევე დაამატეს ისიც რომ, რადგან ასაკობრივი შეზღუდვა თამაშს არ აქვს ამის შედეგად მოთამაშეებისა და რეგისტრაციაში ჩართვის მსურველები ძალიან დიდი რაოდენობით არიან.

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

EVENT • DIRT 3 OUTBREAK – შაბათი, 12 ნოემბერი

თუ ხარ ძველი თამაშების მოყვარული, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. გადავწყვიტეთ, შაბათს 12 ნოემბერს, საღამოს 9 …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.