TOP 5 ყველაზე დახვეწილი Racing თამაშები Google Play – ზე

ალბათ ბევრი თქვენთაგანი იყენებთ “google Play” პლატფორმას გასართობად, რათქმაუნდა აქ საუბარია “Android” მომხმარებლებზე. სმარტფონები დღეს ჩვენი განუყოფელი ნაწილია, თითქმის საზოგადოების 95% -ი სმარტფონს იყენებს, გეიმერებისთვის კი კარგი და ძლიერი სმარტფონი, მისწრებაა კარგი და დახვეწილი თამაშების სათამაშოდ, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ტოპ ხუთეულს, სპორტულ სარბოლო ამპლუაში მყოფ თამაშებს, რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

Asphalt 9: Legends
პირველ ადგილს იკავებს ეს თამაში, Gameloft ის ნამდვილი შედევრი რომელიც გამოჩნდა
7/18/2018 – ში. თამაში მრავალფეროვანი და გრაფიკულად ძალიან დახვეწილია თავისი ეფექტებით და შიდა კომფიგურაციებით, რომელიც თავს იჩენს აქტიური თამაშის დროს. + Online multiplayer, თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ მეგობრებთან ერთადა, მსოფლიო მასშტაბის აუდიენციასთან ერთად და მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ივენთებში. ასევე თამაში ხელმისწავდომია Microsoft Windows 10 პლატფორმებზეც და ეს უფასოა.

Real Racing 3
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი Racing სპორტ თამაში, Google Play ზე, ალბათ ყველას გენებათ ნათამაშები, იმიტომ რომ თამაში უკვე დიდიხანია რაც Racing მოყვარულებს შესთავაზა Electronic Arts – მა და იგი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, თამაშს ასევე გააჩნია Online Multplayer და ასევე შეგიძლიათ გაერთოთ, მეგობრებთან ერთადაც.

Asphalt 8: Airbone
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში და ჩემი ფავორიტიც, თამაში Google Play -ზე დიდი პოპულარობით ასპარეზობს, მიუხედავად იმისა რომ უკვე ორი ახალი Racing თამაში შესთავაზა Gameloft – მა გეიმერებს, რომლებიც გაცილებით მეტ მონაცემებს და მეტ ადგილს მოიხმარენ ვიდრე ეს თამაში, მაგრამ ამაოდ. Asphalt 9 ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს გეიმერებში და განაგრძნობს ლიდერობას.

Need For Speed: Most Wanted

ესეც რაღათქმაუნდა Electronic Arts – ის შედევრი ანდროიდზე, Need For Speed რომელიც Google Play ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი უჩვეულო გრაფიკული მონაცემებით, თამაში არც თუ ისე დიდი გახლავთ, არც ბევრ მონაცემებს მოითხოვს, შეგიძლიათ ჩვეულებრივი სმარტფონითაც კი, მიიღოთ ამ თამაშისგან სიამოვნება. თუმცა უფასო არ გახლავთ, მისი ფასი 2 ევრო-დან, 3 ევრო-მდე მერყეობს.

CSR Racing 2

და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი Drag Racing თამაში რომელიც აუცილებლად უნდა ითამაშოთ, თუ ამ ჟანრის მოყვარულები ხართ. ეს გახლავთ ყველაზე დახვეწილი თამაში სმარტფონებისთვის, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და იგი არ მოითხოვს დიდ მონაცემებს, მომხმარებელს შეუძლია ჩვეულებრივი სმარტფონითაც კი ისიამოვნოს ამ თამაშით, და გაგაოცებთ მისი რგაფიკა და ფიზიკა, ყოველ შემთხვევაში სმარტფონებისთვის, ერთ-ერთი პოპულარული თამაშია რომელიც გეიმერებს ძალიან მოსწონთ.

თუ თქვენ თვლით რომ, რამოდენომე თამაში უნდა იყოს ჩვენს შერჩეულ ტოპ ხუთეულში, დაგვიკომენტარეთ და გაგვანდეთ თქვენი ფავორიტი თამაშის სახელი.

ავტორი Newspot+

G S
dd

ასევე საინტერესო

F1 2020

F1 – როდესაც ვირტუალურს და რეალურს შორის ხაზი ქრება

F1 2019-ს ამბიციური გეგმები აქვს eSports სცენაზე საპრიზო თანხა გაორმაგდა რბოლის სიმულაცია ასეთი რეალისტური არასდროს …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.