პატარა მონაკვეთიან ვიდეოში, რომელიც წარმოგვიდიგინა “Luminous Productions” გახლავთ დემონსტრაცია მომავალი ვიდეო თამაშების ვიზუალურ მხარეზე, Nvidia სთან პარტნიორობის შედეგად. ვიდეოში ჩვენს გვაჩვენებენ ძალიან საინტერესო კადრებს, რომელიც თამაშიდან გამომდინარე საკმაოდ რთული ტექსტურებითაა შედგენილი, ვიდეოში ლამაზი ქალბატონი სარკეში იყურება და დაკავებულია თავის მოვლით, სადაც ჩანს რომ, იგი მაკიაჟს იკეთებს, ისვამს ტუჩსაცხს და კიდევ ბევრ დეტალს შეამჩნევთ რომელიც ვიდეოშია წარმოდგენილი, ეს ყველაფერი კი GeForce RTX 2080 Ti – ს დამსახურებაა.
სახელად “Back Stage” ნამდვილად შთაბმეჭდავია როგორც მომავალი ვიდეოთამაშების ვიზუალურ მხარეზე დაყრდნობილი აზრი, რომ შევადაროთ ძველ მაგალითად PS1 თამაშებს, თუ როგორი წინსვლა და განვითარება განიცადა გეიმინგ ინდუსტრიამ.
ყოველთვის საინტერესოა და გასაოცარია იმის ხილვა რომ, ვიდეოთამაშის ხარისხი უფრო რეალური და საოცარი ხდება მოთამაშისთვის, გეიმინგ ინდუსტრიაში ეს ნამდვილად ოქროს ხანაა თუმცა, საუბარი აქვთ იმაზეც გიგანტ დეველოპერებს რომ ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ რამდენად წინ შეიძლება დაწვლა და ეს რამდენად შესაძლებელია? მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით იქმნება ნამდვილი პროდუქტი, ხარისხი და ვიზუალი რომელიც ყველას აოცებს, ამიტომ რა იქნება მომავალში? ამას დრო გვიჩვენებს.