ახალი გეიმინგ-კომპიუტერი Dell Alienware Aurora Core i9-9900K ჩიპით

კომპანია Dell-ი იწყებს ახალი თაობის გეიმინგ დესკტოპ-კომპიუტერის გაყიდვას. კომპიუტერში გამოყენებულია Intel-ის აპარატურული პლატფორმა და ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. 

მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელს აქვს Coffee Lake თაობის Core i9-9900K პროცესორი. ეს ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს და შეუძლია ერთდროულად დაამუშავოს ინსტრუქციის 16 ნაკადი. ტაქტის ნომინალური  სიხშირე შეადგენს 3,6 გიგაჰერცს, მაქსიმალური – 5,0 გჰც-ს.   გეიმინგ სისტემა წარმოდგენილი იქნება 64 გიგაბაიტი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერებით  – HyperX ბრენდით. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის შემადგენლობაში შესაძლებელია დაემატოს 2 ტერაბაიტიანი M.2 PCIe NVMe SSD მოდული და ამდენივე ტევადობის მყარი დისკი. 

შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ბარათი NVIDIA GeForce RTX 2080 OC – 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით ან GeForce RTX 2080 Ti OC –  11 გიგაბაიტიანი GDDR6-ით.  მოწყობილობას აქვს ადაპტერები უსადენო კავშირისთვის – Killer 1535 802.11ac 2×2 Wi-Fi და Bluetooth 4.1, გიგაბიტური ქსელური კონტროლერი – E2500 და Blu-Ray ოპტიკური დრაივი.  გაბარიტებია 212 × 360,5 × 472,5 მმ, წონა –  14,8 კგ. ფასი განისაზღვრება კონფიგურაციის შესაბამისად (იხ.ფოტო). 

ავტორი Newspot+

G S
dd

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება!

0
კალათა
  • No products in the cart.