HALO: Combat Evolved – ს ახალი მისიები, 4K გრაფიკული მხარდაჭერა და გრაფიკული ოპტიმიზაცია

 HALO: SPV3 იგივე HALO – Singleplayer Version 3 – გარდაქმნა უკვე დაწყებული, ახალი მისიებით, ახალი იარაღებით, ახალი მოწინააღმდეგის გრაფიკული გაუმჯობესებით და თამაშის გრაფიკული ოპტიმიზაციით, რომელსაც მხარდაჭერა ექნება 4K გამოსახულებაზეც და კიდევ სხვა ბევრი რამ, ეს ყველაფერი კი HALO: Combat Evolved ში!

 პირველი განახლებული ვერსი ასე ვთქვათ (ორიგინალი) 2017 წელს გამოვიდა და მას სახელწოდებით დაერქვა SPV3.2 რომელსაც დამატებული ჰქონდა ახალი მისიები, ახალი იარაღები და 4K გრაფიკული მხარდაჭერა რომელიც ვახსენეთ თემის დასაწყისში.

 SPV3.2 (HALO: Combat Evolved) ის მოცულობა არ ისე იდია დამატებების და განახლებების მიუხედავად, მთლიანი თამაშის ოპტიმიზაცია რომ მოახდინოთ თქვენ გჭირდებათ მხოლოდ 3.5 GB თქვენს მყარ დისკზე, აგრეთვე თამაში მოითხოვს Windows 10 ის სისტემას და NET 4.6.1 ვერსიას. დეველოპერები გვირჩევენ რომ თამაში დავაყენოთ იმ მყარ დისკის მოცულობაზე სადაც ოპერატიული სისტემა გვაქვს დაინსტალირებული, რადგან მოდების და ახალი დამატებების მოუხედავად თამაშს სწორი ადგილმდებარეობა სჭირდება იმისათვის რომ ტავისი რესურსები 100% გამოიყენოს. დეველოპერების თქმით თუ სხვა ადგილზე დავაყენებთ თამაშს, რომელსაც ბევრი სხვადასხვა დამატებები ახასიათებს, შესაძლოაგარკვეული სახის შეცდომებს გადავეყაროთ.

დეველოპერებმა ასევე აღნიშნეს რომ, თამაშის ჩართვის შემდეგ და ზოგადად ვიდეოთამაშში მოქმედებების შემდგომ, მოთამაშეებს სხვადასხვა სახის, ტექნიკური შეცდომები ხვდებათ, მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ რეფორთში მიწერონ დეველოპერებს შეცდომის შესახებ, რაც კი შეცდომა შესულა დეველოპერების პლატფორმაზე, ყველა პრობლემა პოზიტიურად შეფასდა და გამოსწორებულია.

 

კომენტარები:

avatar
  გამოწერა  
შემატყობინეთ