მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გეიმინგ დეველოპერი და კომპანია არსებობს. ყველა მათგანი მაქსიმალური ძალებით ცდილობს რომ თავიანთი პროდუქტი, მომხმარებლამდე რაც შეიძლება სწრაფად მიიტანონ, და ამით მიიღონ სასურველი შედეგი გაყიდვებიდან გამომდინარე.
Ubisoft ისთვის 2018 წელი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოდგა. კომპანიამ გამოაქვეყნა შემოსავლის რეზულტატები და განაცხადეს რომ თავს მშვენიერად გრძნობენ რადგან, სხვა წლებთან შედარებით 2018 წელი იყო განსაკუთრებული მათთვის, რაც შეეხება კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
როგორ?
კომპანიამ აღნიშნა რომ 2018 წელი ყველაზე კარგი წელი იყო კომპანიის ისტორიაში, თუ რატომ ამას ახლავე მოგახსენებთ. კომპანიამ ამხელა შემოსავალი არასოდეს ჰქონია მითუმეტეს 2018 წელს დაფიქსირებული რიცხვი გახლავთ Rainbow Six: Siege – ს დამსახურება რადგან, ამ თამაშით კომპანიამ ერთი მილიონი აშშ დოლარი იშოვა, და ასე ვთქვათ თამაში კომპანიის სახე გახდა.
კომპანიამ განაცხადა რომ, 2018 წლის შემოსავალი 17% ით გაზრდილი იყო წინა წლებთან და მხოლოდ ამას არ გამოუწვევია კომპანიის შემოსავლის გაზრდა, მიზეზი Far Cry 5 გახლდათ კომპანიის უდიდესი ბესთსელერი რომელმაც ასევე კომპანიას დიდი შემოსავლები შემატა, მაგრამ კომპანია მაინც Reinbow Six: Siege – ს ასახელებს კომპანიის უდიდეს ნაშრომად, რადგან კომპანიის ინფორმაციით თამაშით უკვე 40 მილიონზე მეტი მოთამაშე სარგებლობს და რეგულარულად თამაშობს, ეს გაცილებით დიდი ციფრებია იმ დეველოპერებისთვის როგორიცაა Ubisoft რადგან ასეთი მასშტაბური რაოდენობის მოთამაშე, არცერთ კომპანიის დაპროექტებულ თამაშს არ ჰქონია.
The Division 2
თამაშის პრემიერა სულ ახლახანს შედგა, პირველი ნაწილისგან განსხვავებით მეორე ნაწილი კომპანიის აზრით უფრო მრავალფეროვანი იყო და რათქმაუნდა გრაფიკული კონტენტის გათვალისწინებით უფრო გაუმჯობესებული კონცეპტით იყო გაკეთებული, თუმცა თამაშმა კრახი განიცადა…
კომპანიის გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლები იუწყებიან რომ, ვიდეო თამაშმა თავისი შესაძლებლობების რესურსი ბოლომდე არ ამოწურა, კომპანიის აზრით გაყიდვები ამ თამაშზე გაცილებით დაბალია ვიდრე პირველ ნაწილზე იყო, მიზეზად კი კომპანია ასახელებს იმას რომ, პირველ ნაწილსა და მეორე ნაწილს შორის დიდი განსხვავება არ არის და მომხმარებელმა არ არჩია ახალი პროდუქტის შეძენა, თუმცა ეს დამოკიდებულიც იყო ასევე კონსოლებზე, სადაც თითქმის კრახით დასრულდა თამაშის იმპორტი მომხმარებლებთან, რადგან კონსოლზეც არ იყო კარგი შედეგი გაყიდვების მხრივ.
ჩვენი დასკვნა
The Division 2 – ს აქვს პოტენციალი გახდეს ლიდერი თამაში ბაზარზე და მოუტანოს კომპანიას შემოსავალი რადგან, ეს ფაქტი არ ამტკიცებს იმას რომ თამაშმა კრახი იმიტომ განიცადა რომ იგი უხარისხოა. პირიქით თამაში ძალიან ხარისხიანად არის გაკეთებული და შეცდომებიც ძალიან იშვიათად გხვდება, თუმცა ყველაფერი მაინც მომხმარებელზეა დამოკიდებული. თამაშიც, კომპანიაც, მომუშავე პერსონალიც და საერთოდ ყველა რადგან მომხმარებლის გარეშე კომპანია ფუნქციონირებას ვეღარ განაგრძობდა.
ასე მოხდა Rainbow Six: Siege შიც, თამაშმა პრემიერიდან რამოდენიმე წლის შემდეგ გაითქვა სახელი როცა მილიონობით ადამიანმა გაიგო მის შესახებ, თამაში დაიწყო და დღემდე თამაშობს.
Rainbow Six ლეგენდარული თამაშია, მართალია ამ თამაშმა მოუტანა კომპანიას პოპულარობა თორე ჩემ ფეხებს გაიქაჩებოდა ასე. division 2 რაც შეეხება ცოტა კიარა საკმაოდ ბევრი ბაგი აქვს მარა მთლიანობაში ცუდი ნაღდად არ არის 🙂
საინტერესოა the division 2 მა რატო ვერ გაქაჩა მე რაღაც არმგონია მაგის პრობლემა რომ იყოს 🙂