Metal Gear Solid – ის ფანმა თამაშს Remake გაუკეთა.

1 წუთის საკითხავი

 ბავშვობაში ალბათ თითქმის ყველას გვქონდა სახლში Playstation 1, და მასზე არსებული დისკები, ზოგი დემო იყო, ზოგი ორიგინალი მაგრამ ჩინური და მოკლედ ვერ გაუგებდი ვერაფერს.
 ალბათ ეს თამაშიც გეცნოთ “Metal Gear Solid” Playstation 1 ზე, რადგან ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და შესაბამისად დიდი მოთხოვნაც იყო თამაშზე.

დიდი ხნის შემდეგ, როდესაც თამაშ რიმეიქი გაუკეთეს Gamecube ში – თამაშს სახელად შეურჩიეს “Metal Gear Solid 4” აქამდე არავის თავში აზრად არ მოსვლია რომ ეს ლეგენდარული თამაში, HD ხარისხში გადაეკეთებინათ და ხელმისაწვდომი გაეხადათ მომხმარებლებისთვის. ახლა კი თამაში შეგიძლიათ იხილოთ Playstation 4 ზე რომელიც ძალიან სასიამოვნოა “Metal Gear Solid” ის ფანებისთვის, მითუმეტეს იმათთვის ვისაც ეს თამაში ჯერ კიდევ PS1 – ზე ქონდა.

“ეს მხოლოდ პატარა ნაწილია იმისა თუ რისი გაკეთება შეუძლია ნამდვილ ფანს საყვარელი თამაშისთვის” ასე გამოეხმაურა ბერ პარკეტი (თამაშის შემქმნელი) ვიდეოში ნამუშევარს, და გვაჩვენა ვიდეოში პატარა ახალი ვერსიის მიმოხილვა და დეტალები თუ რასიამოვნებას მოგანიჭებთ თამაში რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ვთამაშობდით.
თამაშის ახალი იერსახის დაბრუნებისთვის პარკერმა ბევრი გააკეთა, პარკერი გახლავთ (რეორგანიზატორი) ვიდეო თამაშების დეველოპერების სამსახურის გლობალური მენეჯერი რომელიც განიხილავს სხვადასხვა ახალი თუ ძველი თამაშების ყველა დეტალს, ასევე ცნობილია ის ფაქტიც რომ, პარკერი უმსხვილეს კომპანიასთანაც თანამშრომლობს რომლის სავარაუდო სახელიც გახლავთ “Lego”

ვიდეოში ასევე პარკერი გვეუბნება, თუ რა დეტალები შეიცვალა თამაშზე ან რა სიახლეს უნდა ველოდოთ მისგან, რათქმაუნდა თამაშის პირველ ვერსიაში ბევრი შეცდომა იქნებოდა დაშვებული დღევანდელი დროის გათვალისწინებით თუმცა ისიც ნათლად აღნიშნა რომ ბევრი რამ გაუმჯობესებული და გამოსწორებულია.

ნამდვილი თამაშის ფანიც ასეთი უნდა 🙂

კომენტარები:

avatar
  გამოწერა  
შემატყობინეთ
Copy link