Counter Strike 1.6

გადმოწერაDOWNLOAD

ჩვენი სასერვერო პანელი 

კატეგორია: Tags: ,

აღწერა

სერვერთან კავშირი: connect: 176.221.148.165:27016

Counter Strike 1.6 ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ვიდეოთამაში, რომელსაც უბერებელსაც კი უწოდებენ. თამაშის ჟანრიდან გამომდინარე, როდესაც Counter Strike 1.6,  8 ნოემბერს 2000 წელს გამოჩნდა გეიმერებში პირველად, თამაშმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამ პოპულარობის ხარჯზე ვიდეოთამაში დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას და იგი სრულიად უფასოა, აქედან გამომდინარე ყველა მომხმარებელს და მსურველს შეუძლია სრულიად უფასოდ გადმოწეროს და ითამაშოს.

Counter Strike 1.6-ის დეველოპერი კომპანია Valve გახლავთ და იგი რეალიზაციას უწევდა ვიდეოთამაშს, პლატფორმა Steam-ის სახით. დღესაც რომ გადაამოწმოთ პლატფორმის მონაცემები, ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ვიდეოთამაშს, რომლებიც აქტიურად თამაშობენ.

ვიდეო თამაში ძალიან მოძველებულია, აქედან გამომდინარე შეიძლება იფიქროთ, რომ ვიდეოთამაშის განსაკუთრებული ღერიბულებები აღარ მუშაობს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ონლაინ სერვერებს, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს უკავშირდებიან და უპირისპირდებიან. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. მეტიც თქვენ შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმოწეროთ Counter Strike 1.6 შეხვიდეთ თქვენთვის სასურველ სერვერებზე და ითამაშოთ ვიდეოთამაში ონლაინში, ეს ყველაფერი კი სრულიად უფასო გახლავთ.

Server Browsing
სერვერების მონიტორი


თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ითამაშოთ ნებისმიერ სერვერზე ნებისმიერ დროს. ამისათვის საჭიროა მოიძიოთ სხვადასხვა სერვერები სხვადასხვა პლატფორმებზე. არსებობს ძალიან ბევრი პლატფორმა თუმცა, რეკომენდაციას ჩვენ გეიმთრექერს გავუწევთ რადგან თუ თქვენ გსურთ ითამაშოთ ქართულ სერვერებზე მარტივად შეგიძლიათ იპოვნოთ სასურველი სერვერი და შეხვიდეთ მასზე. ხოლო თუ თქვენ სურვილი გაქვთ ითამაშოთ უცხო ქვეყნის სერვერებზე არც ეს წარმოადგენს პრობლემას.

Server Hosting
სერვერის შექმნა და მისი მახასიათებლები


ამ კონკრეტული ვიდეო თამაშის სერვერების შექმნა ძალიან მარტივია, ხოლო მუშაობა საკმაოდ რთული. როდესაც სერვერს ქმნით და აკეთებთ პირდაპირ თქვენს მოწყობილობაში, სერვერს სჭირდება სწრაფი და უწყვეტი ინტერნეტ სერვისი რათა ყოველთვის ჩართული იყოს შესაბამისი სერვერი მომხმარებლებისთვის. ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება რადგან, ყოველთვის მოწყობილობა ჩართული ვერ გვექნება, ამიიტომ თუ თქვე ფიქრობთ რომ პროფესიონალურ დონეზე გინდათ თქვენი სერვერების განვითარება, ამისთვის ჰოსტინგ პროვაიდერები დაგჭირდებათ, რომლებთანაც განათავსებთ სერვერებს და ისინი უზრუნველყოფენ 24 საათიან სერვერის გამართულად მუშაობას.

– გისურვებთ წარმატებას და კარგ გართობას, თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ გთხოვთ გამოიყენოთ საიტზე საკონტაქტო ფორმა
– თუ თვლით რომ არსებული სტატია გამოდგება თქვენი ვებ საიტისთვის, გადატანის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ ადრესატი გარკვევით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ არასასურველი ნფორმაცია იხილოთ აქ

მიმოხილვები

ამ პროდუქტზე შეფასება ჯერ არ არის!

მიმოხილვის დასატოვებლად, შეძენილი უნდა გქონდეთ არსებული პროდუქტი.

0
კალათა
  • No products in the cart.