PLAYERUNKNOWN’S BATTLEGROUNDS

PLAYERUNKNOWN'S BATTLEGROUNDS
ფასი: 48.00 ₾ | შეკვეთა

პროდუქტის აღწერა

სახელი: PLAYERUNKNOWN’S BATTLEGROUNDS
აქტივაცია: Steam
პროდუქტი: CD-KEY
პლატფორმა: PC
რეგიონი: Free
ენა: ENG
Acces: MP/SP


ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული თამაში PLAYERUNKNOWN’S BATTLEGROUNDS, რომელიც მსოფლიოშია საუკეთესო თამაშად აღიარებული უკვე ჩვენთანაა. რატომ უნდა ავირჩიოთ მოცემული თამაში და არა სხვა თამაშები, გამომდინარე მოქმედებითი ვიდეოთამაშებიდან რომელიც უამრავია ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში. როგორც წესი ჩვენ ყველა გეიმერი ვამჯობინებთ იმ კატეგორიის თამაშს რომელიც პოპულარული, თუმცა შესაძლოა მხოლოდ პოპულარობაში არ იყოს საქმე მხოლოდ, არამედ შედეგი რომელიც თამაშიდან გამომდინარეობს, ანუ ამით იმის თქმას ვცდილობ რომ თუ თქვენ მოგწონთ Openworld სტრატეგიული და შემოქმედებითი თამაშები, სადაც თქვენი მოწინააღმდეგე რეალური პიროვნებაა მაშინ თქვენ სწორ ადგილას ხართ ან აღმოჩნდით.

თამაშის ძირითადი თვისებები: ტაქტიკურობა, შემოქმედებითობა, სისხარტე, სიმშვიდე და მოთმენის უნარი, თუ ეს ყველაფერი გაგაჩნიათ თქვენ ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდებით, რადგან პროფესიონალი მოთამაშეები მაგ: Drdisrespect სწორედ ამ გამორჩეულ კატეგორიას მიეკუთვნება და მოქმედებს თავის წესებისამებრ და არა სხვა.

PLAYERUNKNOWN’S BATTLEGROUNDS გამოირჩევა სხვადასხვა ტაქტიკური მოქმედებებისგან. აი მაგალითად, თქვენ ხედავთ მოწინააღმდეგეს, რომლის მანძილიც დაახლოებით 200-250 მეტრია, რას გავაკეთებთ ამ შემთხვევაში? რათქმაუნდა დავაყრით ტყვიებს ამოწურვამდე და ვეცდებით მის განეიტრალებას.
მაგრამ როგორ ფიქრობთ ეს სწორია?
პასუხია არა!
რატომ?
პასუხი იმიტომ არის არასწორი რომ, ამ შემთხვევაში თუ ჩვენ გვსურს პროფესიონალიზმი ჩამოვაყალიბოთ ჩვენ თავში, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა გავითვალისწინოთ.

მოდი დავიწყოთ:

  1. ყოველთვის სანამ შორ მანძილზე ისვრი შეაფასე შენი მოწინააღმდეგე
  2. აუცილებლად სანამ შორ მანძილზე გაისვრი, დაათვალიერე პერიმეტრი
  3. გამორჩეულად სანამ შორმ მანძილზე ვინმეს ესვრი დააკვირდი და შეადარე შენი და მოწინააღმდეგის იარაღი
  4. სანამ გაისვრი დარწმუნდი რომ ლიკვიდაციისთვის საჭირო და შესაბამისი მჭიდები გაქვს.
  5. როდესაც გაისვრი გამოიყნე (Scope) ახლო მაჩვენებელი და დაუმიზნეთ რაც შეიძლება სწორად
  6. როცა ისვრი დააკვირდი როგორ მოძრაობს მოწინააღმდეგე.

ამ ყველა ქვეკადეგორიის გათვალისწინების შემდეგ თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას და ხელს შეუწყობთ თქვენს თავს პროფესიონალ გეიმერად ჩამოყალიბებაში!

დაიმახსოვრე ტაქტიკური ვიდეოთამაშების თამაში, რომლებშიც შეგიძლიათ თქვენი ტაქტიკური უნარების გამოყენება, ტაქტიკურად და ზომიერად თამაში უფრო სასიამოვნო და სახალისოა ვიდრე ჩვეულებრივი გეიმერებისთვის. შეეცადეთ იყოთ გამორჩეული და დომინანტი ყველა მოთამაშეს შორის, რომელიც თქვენზე ყოველთვის ნადირობს! იყავით ყურადღებით, კონცენტრირდით ყველა იმ დეტალზე რაც მოქმედებაში მოიყვანს თქვენი ტაქტიკური მოქმედების ეფექტს.