Online Gaming Community

შეტყობინებები
გასუფთავება

[აპინული] ბარათით გადახდის პრობლემა PlayStation Store | Exp

-GeorGe -
(@giorgi)
აქტიური Admin
შემოუერთდა: 6 years ago
პოსტი: 3
თემის დამწყები  

საქართველოს მასშტაბით ზოგადი პრობლემა გეიმინგ ინდუსტრიაში პრობლემას წარმოადგენს ჩვენი რეგიონიდან გადახდა, შესაბამისად სხვადასხვა პლატფორმებზე რომელსაც გააჩნია რეგიონის შეზღუდვები შეუძლებელი გახდა ჩვენი რეგიონიდან ბარათით გადახდა.

 

 ამას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი:

  1. რეგიონის შერძუდვა
  2. სხვა რეგიონზე რეგისტრირებული პროფილები
  3. ბარათის დაშვება რეგიონში
  4. ბარათის ვალიდურობა არსებულ პლატფორმებში
  5. მერჩანტის ჩართულობა სხვადასხვა ქსელების და სერვისების პროექტებში

სამწუხაროდ ფაქტი კი ის არის რომ, ბარათით გადახდა ერთგვარი კომფორტია, თუმცა სხვებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მაგალითი: PlayStation Store-სი რამოდენიმე ხნის უკან შესაძლებელი იყო ბარათით გადახდა უმეტეს წილად ეს ბარათი (AE) American Express ბარათით ხდებოდა თუმცა ამაოდ, რადგან ახლა უკვე წვდომა ჩვენი რეგიონიდან აღარც ერთ ბარათს არ აქვს

რატომ შეიქმნა პრობლემა?

პრობლემის არსებობა მარტივი იყო, რადგან მომხმარებელი რომელიც ბარათით იხდიდა ხვდებოდა გარკვეული პრობლემების წინაშე

  1. თანხა ანგარიშიდან იჭრებოდა ხოლო პროდუქტი არ იყო შეძენილი
  2. თანხა ანგარიშიდან იჭრებოდა ხოლო პროდუქტიც მოწოდება ვერ ხდებოდა დროულად
  3. იბლოკებოდა გარკვეული ტიპის ბარათები
  4. ბარათზე არსებული თანხის კალკულაცია გვიან ხერხდებოდა რაც იწვევდა ჩაშლილ ოპერაციას (Refund)-ს
  5. თანხა ბრუნდებოდა უკან ( 10 დან 30 დღის განმავლობაში)

ამიტომ კომპანიებმა და ამ ეტაპზე PlayStation-მა განახორციელა რეფორმა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმ ბარათებს ღებულობს, რომლ რეგიონზეცაა რეგისტრირებული პროდუქტი. სწორედ ამიტომ აგენერირებს კომპანია და წარმოებაშ მოყავს ეგრედ წოდებული სასაჩუქრე GIFT კარტრები, რომლებიც იწარმოება კონკრეტულ რეგიონზე კონკრეტული თანხის რაოდენობით, მაგალთად თუ თქვენ შეიძენთ PlayStation Gift Card - ს რომელიც გახლავთ Untied States რეგიონისთვის განკუთვნილი, თქვენ მას ვერ გააქტიურებთ მაგ: United Kingdom რეგიონზე, რადგან ორივე რეგიონს თავისი ვალუტა და ფასებიაქვს.

სწორედ ამიტომ, ყველა რეგიონზე სხვადასხვა სასაჩუქრე ბარათები არსებობს, რომლებიც გახლავთ ვალიდური და ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს რასაც აქამდე საბარათე სისტემა ასრულებდა, არამარტო PlayStation -ის არამედ არსებობს უამრავი დეველოპერული კომპანიის სასაჩუქრე ბარათები, რომლებიცაა: Apple, Netflix, Google  Play, Warner Bros, Steam და ა.შ.

რა საფრთხესთანაა კავშირში სასაჩუქრე ბარათები?

პირველ რიგში, კარგად დააკვირდით გა გააზრებულად გააკეთეთ თქვენი თანხის მონდობა კომპანიებზე/პირებზე, რომლებსაც მარაგში აქვთ ნებისმიერი პროდუქცია, ამ შემთხვევაში სარისკო პროდუქად ითვლება ნებისმიერი Digital Product (არაფიზიკური) რომელსაც არ გააჩნია არანაირი ფიზიკური მდგომარეობა.

სარისკო პროდუქტების კატეგორია განისაზღრება შემდეგნაირად: არალეგალურად მოპოვების მცდელობით, მოპარული საბანკო ბარათიდან შეძენილი პროდუქციით, სხვადასხვა პლატფორმებზე არალეგალური გათამაშებებით და ეგრედ წოდებული Fishing-ით, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ყოველთვის მერჩანტს, რომელსაც ნებისმერი Digital Product-ის პასუხის მგებლობააქვს აღებული.

ყურადღება მიაქციეთ შეძენის დროს, რეგიონს თანხას და მის ვალიდაციას, თუ თქვენი ანგარიში შექმნილი კონკრეტულ რეგიონზე და თქვენ შეიძენთ სხვა რეგიონის ნებისმიერ სასაჩუქრე ბარათს, სამწუხაროდ მისი აქტივაცია თქვენს კონკრეტულ პროფილზე ვერ მოხდება, შესაბამისად ვერ აისახება ბალანსი/საჩუქარი თქვენს პერსონალურ ანგარიშზე.

უპირატესობები

GIFT CARD-მა ამ ეტაპზე მსოფლიო მოიცვა რადგან იგი მარტივი გამოსაყენებელი, ხელმისაწვდომი და სწრაფი სერვისია თქვენი მიზნების მისაღწევად.

  • ახდენთ შეძენას
  • ააქტიურებთ
  • იღებთ იმას რაც გსურთ
  • ეს ხდება წუთებში

სწორედ ამიტომ  გახლავთ სასაჩუქრე ბარათების სწრაფი მარტივი გამოსაყენებელი, რადგან კონკრეტული კომპანიები, რომლებიც ამ ბარათებს აწარმოებენ (ოფიციალური მხარე) თავიდან იცილებენ ზედმეტ გადასახადებს, შექმნილ პრობლემებს და რაც ყველაზე მთავარია ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა როგორც კომპანიებისთვის ასევე მომხმარებლებისთვისაც

This topic was modified 2 months ago by -GeorGe -

   
Quote
გაზიარება:
0
კალათა
  • No products in the cart.