– დარწმუნებულივარ ყველა ვიცით და ყველა ვხედავთ დღევანდელი ვიდეო თამაშების განვითარების დონეს, რასაც Call Of Duty ზე სამწუხაროდ ვერ ვიტყვით, რადგან კონკრეტული ვიდეო თამაშის ფრენჩაიზებს შორის დიდიხანია უკვე მოთამაშეებს უარის თქმა უწევთ.
მოთამაშეების დიდი რაოდენობით უკმაყოფილება ამაოდ არ დარჩა, და რამოდენიმე ადამიანი ამ საკითხზე სერიოზულად დაინტერესდა და ძალიან საინტერესო რამეს მიაგნეს.
მაშ ასე დავიწყოთ
თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა რომ, წინა დღისით ვიდეო თამაშში შესული იყავით და ნამდვილად დომინირებდით, ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც თქვენ გინდოდათ წასულიყო, ყველაფერი კარგად იყო, თუმცა მეორე დღეს იგივე ვიდეო თამაშში შეხვედით და გაცილებით სხვა ამბავი დაგხვდათ. მაგალითად: უფრო მალე გეცლებოდათ სიცოცხლე, ტყვიები არ ხვდებოდა მოწინააღმდეგეს, Close Combat ში ყოველთვის მოწინააღმდეგე იყო გამარჯვებული მიუხედავად იმისა რომ მთლიანი იარაღის მჭიდი ზედ დააცალეთ? დიახ ეგ თქვენი ბრალი არ არის, ეს არის თამაშში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის ბრალი, რომელზეც დამოკიდებულია თითქმის ყველაფერი.
რას გულისხმობს ეს?
ალგორითმი, რომელიც ვიდეოთამაშის ძრავსა და სტრუქტურას მთლიანად ამუშავებს, იყენებს თქვენს მონაცემთა ბაზას თქვენს მოწინააღმდეგე მოთამაშეებისთვის, ანუ მაგალითად თუ სიტყვაზე თქვენ გაქვთ 2.0 K/D ეს შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ თუ თქვენს მოწინააღმდეგეს აქვს 0.5 K/D რომელიც ძალიან ცუდი შედეგია, ალგორითმი ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას დაბალი K/D – ს მქონე მოწინააღმდეგეს და შესაბამისად თქვენ დაახლოებით Close Range ბრძოლაში შანსები 70% – 30% ზე ჩამოდის.
რატომ ხდება ასე?
არც თუ ისე დიდი აუდიტორიისა, Activision – მა გადაწყვიტა ისევ ხელოვნური ინტელექტით დააორგანიზოს ყველაფერი, თუმცა ვერ მიხვდნენ კომპანიაში რომ ამით ფრენჩაიზს დიდ საფრთხეს უქმნიან, რადგან როდესაც ალგორითმი განსაზღვრავს მოთამაშისა და მოწინააღმდეგის შანსებს, ეს არასოდეს დამთავრდება კარგად, ეს გამოწვეულია მაღალი ტრაფიკის ვიდეო თამაშის მოთამაშეეებისგან თავის დანებებით, რადგან ბევრი მოთამაშე რომელსაც არ გააჩნიათ შესაბამისი თვისებები, რომ ვიდეო თამაშს მხარი აუბან, ისინი უბრალოდ თავს ანებებდნენ თამაშს, როდესაც კომპანიაში ამას მიხვდნენ, ალგორითმის საშუალებით მათ ჭკუაში დაარეგულირეს ეს ყველაფერი და რათქმაუნდა უარესობისკენ წავიდა ყველაფერი.
ასე რომ, თუ გგონიათ რომ 1-2 ხელის მოგების შემდეგ რატომ მიდის თქვენი თამაში უარესობისკენ, გაიხსენეთ ის რომ თამაშს თქვენ კიარა ალგორითმი მართავს.
გეიმინგ ჟურნალი და მარკეტი Gameshop
