21-ე საუკუნის გეიმინგ ინდუსტრიის კიბოები – ჩეთერები –

ალბათ ყველამ იცით დღეს დღეობით რაოდენ განვითარებულია გეიმინგ ინდუსტრია, მეტიც ეს ინდუსტრია იმდენად წინ მიდის, რომ უკვე ზღვარსაც კი ცდება თავისი შესაძლებლობებით, ხოლო დღეს დღეობით ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო თამაშებში გახლავთ Multiplayer მოდები, რომელიც თითქმის 99% ყველა ახალ გამოსულ ვიდეო თამაშს აქვს.

 ყველა ვიდეო თამაშს რათქმაუნდა თავისი მომხმარებელი ყავს, თავიანთი დეველოპერებითა და განახლებებით, დაცვის სისტემებით, Battle pass-ებით, და ა.შ.

ძირიდადი ვიდეო თამაშები, რომლებსაც ძალიან დიდი მასშტაბის მოთამაშეები ჰყავს, როგორიცააა Counter Strike, Call Of Duty, Fortnite და ა.შ, რომლებიც აწყობილია Multiplayer სისტემაზე 90% თამაშია, რამოდენიმე უდიდეს პრობლემას!

 თავად ფიქრობ რომ ცუდი მოთამაშე ხარ? შეიძლება იმასაც ფიქრობ, რომ წლები მოგემატა და შესაბამისად Skill-ები შემოგაკლდა?! ან პირიქით ჯერ დამწყები ხარ და კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი, არადა ყველაფერს სწორად აკეთებ? მინდა გითხათ რომ ამაში ნამდვილად არ ცდებით, უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ თქვენ არც Skill-ები დაგიკარგავთ, არც ძალიან ახალგაზრდა ხართ რომ ვერ შეძლოთ თამაში და არც არაფერს არ ჩამორჩებით, ეს თქვენი ბრალი არ არის!

 

 რაშია საქმე?

საქმე იმაშია რომ, 2025 წელს 21 საუკუნეში, თამაშიც თქვენს წინააღმდეგაა განწყობილი, პლუს ამას არალეგალური მოთამაშეები (ჩეთერები) რომლებიც თამაშს ანადგურებენ და სხვადსხვა ხრიკები, რომლებსაც დეველოპერები ვერ ხედავენ ან თვალებს იბრმავებენ რომ ეს ყველაფერი დაინახონ.

 

ჩეთერები – Cheaters

დღეს დღეობით მსოფლიო რეკორდი მოიხსნა ჰაკინგის მხრივ, დღეს იმხელა აუდიტორია ყავს ნებისმიერ თამაშს, რომლებიც არალეგალურად იყენებენ ყველკაფერს ვერც კი წარმოიდგენთ! გასული თვის მიწურულს ასი ათასამდე აქტიური მოთამაშე დაბლოკა Activision-მა ჩეთების და სხვადასხვა მოდულების გამოყენების გამო, მინიმუმ მაგდენივე კიდევ აქტიურად თამაშობს და იყენებს სხვადასხვა მოწყობილობებს, პროგრამებს და ა.შ რომ ყველანაირად აქტიური მოთამაშეები დარჩნენ.

მაგალითი:

Call Of Duty: Warzone-ს Ranked Play-ს ტოპ 250 მოთამაშე ყველა რაღაცას იყენებს, ეს ოფიციალურად დეველოპერებმაც გამოაქვეყნეს წინა წელს, რომ დაახლოებით ტოპ 250 დან მინიმუმ 230 პროფილი დაიბლოკა არალეგალური თამაშის გამო.

მოთამაშეები, რომლებიც არალეგალურად თამაშობენ არსებობენ როგორც პერსონალურ კომპიუტერულ მოწყობილობაზე, ასევე კონსოლებზეც, პერსონალურ კომპიუტერზე გაცილებით მარტივია სხვადასხვა მოდულებისა თუ პროგრამის აქტივაცია. მეტიც, ახალთ ახალი ჩეთები ვებ საიტებზე ელვის სისწრაფით იყიდება მიზერულ ფასებად დაახლოებით 5-10$ ის ფარგლებში, ხოლო კონსოლებს რაც შეეხებათ მათ უპირატესობა აქვთ როგორც Aim-assist-ში ასევე Cronus Zen მოწყობილობაზე, რომელიც იგივე ხრიკი და არალეგალურია, როგორც პერსონალურზე პროგრამა, თუმცა კონსოლზე ეს მოწყობილობაა და მისი მეშვეობით შესაძლებელია ყველაფრის გაკეთება.

 

Skill Base Damage

ახლა კი ნამდვილად მოემზადე, კარგად ჩაუჯექი და წაიკითხე ისეთ რაღაცას გეტყვი წარმოდგენაც რომ არ გქონდა

ალბათ გქონია მომენტი, ძირითადად Call Of Duty-ში ეს ყველაფერი ნათლად ჩანს, ერთ ჩვეულებრივ მატჩს თამაშობ, ყველაფერი იდეალურად მიდის, ძალიან კარგად ისვრი/თამაშობ, შენი ტყვია ყველა რეგისტრირდება მოწინააღმდეგეზე, იდეალურად მიდის ყველაფერი და რა მოხდა? მოიგე გილოცავ! ყველაზე ცუდი ეტაპი შენს გეიმინგ კარიერაში!

 მეორე ხელი დაიწყე, აშკარად რაღაც უცნაური ხდება, წინა ხელში იდეალურად იყო ყველაფერი, ახლა რაღაც შეიცვალა, 8 ტყვია რომ უნდოდა მოწინააღმდეგეს დასაგდებად ახლა 30 უნდა… რახდება? მოწინააღმდეგე რომ გესვრის შენკი ყველაფერი დააცალე, ყველაფერი ესროლე მაგრამ წააგე ხო? გქონია ასეთი შემთხვევა?! დიახ სწორი ხარ ამ ყველაფერს თამაში გიკეთებს, და ამას სახელად ქვია Skill Base Damage.

დეტალურად

ვიდეო თამაშები რომლებიც გახლავთ Multiplayer-ზე დაფუძვნებული და ამით შოულობენ ფულს, უბრალოდ წარმოუდგენელია მოთამაშეების შენარჩუნება დღეს-დღეობით იმხელა კონკურენციაა თამაშებს შორის. ამიტომ ყველა ონლაინ თამაშში სადაც P2P გახლავთ ჩაშენებულია ეს ფუნქცია, რომ მოთამაშეებმა რომლებიც ახლები არიან, ან საერთოდ ვერ თამაშობენ ინტერესი არ დაკარგონ თამაის მიმართ და ავტომატურად ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩაშენებულია თამაშში და შენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს ეს რა არის, უპირატესობას აძლევს მას შენს წინააღმდეგ, რათა გაუადვილდეს შენთან ბრძოლა, ამიტომ თუ გაგიკვირდა რომ მოწინააღმდეგეს აბოიმა ბოლომდე დააცალე და ისევ სენ აღმოჩნდი მსხვერპლი, გაითვალისწინე რომ ეს არა მოთამაშემ არამედ თამაშმა გიქნა.

 

გამოსავალი

აქედან გამოსავალის პოვნა ნამდვილად ძნელია ამ ყველაფერთან საბრძოლველად თუმცა, არ გეგონოთ რომ არალეგალურ მოთამაშეებს დეველოპერები არ ებრძვიან, უბრალოდ იმდენად განვითარდა ყველაფერი რომ, დეველოპერები უკვე შეუძლოები არიან მათ წინააღმდეგ რაიმე გააკეთონ, გასაგებია რომ ანტი-ჩეთები ყველა თამაშს აქვს მაგრამ არცერთი არ მუშაობს. ამიტომ აქვთ ნებისმიერ თამაშში შემუშავებული დეველოპერებს Reporting System რომელიც მოთამაშეს აძლევს საშუალებას დაადოს რეპორტი მოწინააღმდეგეს თუ იგი რაიმეს იყენებს, ამით დეველოპერებს დამერწმუნეთ ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ, არასოდეს არ დაიზაროთ ეს და თუ რაიმე გეეჭვებათ აუცილებლად გამოიყენეთ რეპორტინგის ფუნქცია.

 რეპორტინგის ფუნქცია მარტივად მუშაობს, როდესაც მოთამაშეს შეუგროვდება რამდენიმე რეპორტი, ავტომატურად დაედება ბანი, ხოლო კონკრეტულ პროფილზე გადამოწმდება შემდეგ შემოსვლის დეტალები, აიპი ადრესი და მაკ ადრესები ამით დგინდება მოთამაშე, რომელსაც ბევრი რეპორტი დაუგროვდა იყენებს რამეს თუ არა.

დაგვიწერე კომენტარებში რას ფიქრობ ამის შესახებ და თუ გქონიათ მაღლა მოცემული რომელიმე შემთხვევა

ავტორი -GeorGe -

-GeorGe -
Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი. ❤️

ასევე საინტერესო

Call of Duty: Black Ops 6 – ის უფასუ Multiplayer + Zombie და Double XP Event

ოფიციალურმა Activision-მა წარმოგვიდგინა ამ თვის კვირის სიახლეები და გვაცნობა რომ Double XP ბრუნდება.  ამით მოთამაშეებს …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.