Rockstar Games – ს უახლესი პირველი PC სათამაშო ლაუნჩერი + Grand Theft Auto: San Andreas საჩუქრად

მოგეხსენებათ უმხსვილეს კომპანიებს, გააჩნიათ თავიანთი სათამაშო პლატფორმები, ეგრედ წოდებული (Launcher) ები, რომლებიც მომხმარებლის სისტემაშიმ წარმოდგენილია როგორც აპლიკაცია, მაგალითად როგორებიც არის Steam, Origin და ა.შ. განსაკუთრებული ის გახლავთ რომ, ყველა დეველოპერს უკვე თითქმის თავისი პლატფორმა და აპლიკაცია გააჩნია სადაც შეგიძლიათ მათ პლატფორმაზე თამაში და გართობა. 

 ყველა კომპანია ცდილობს შექმნას თავისი სახსრებით პლატფორმა და მასში განათავსოს წარმოებული თამაშები რადგან, სხვა კომპანიებთან როგორიცაა მაგ: Steam კომპანიებს კონტაქტი ძვირი უჯდებათ რადგან პლატფორმას თავისი პროცენტები და შესაბამისი გადასახადები ემატება, რაც დეველოპერებისთვის არ არის მომგებიანი. თამაშის დეველოპერების ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, გეიმინგ ინდუსტრია ოქროს ხანაშია, რა უნდა ქნას დეველოპერმა? შექმნას თავისი პლატფორმა და შესტავაზოს მომხმარებლებს თავიანთი პროდუქტი დაცულად ხარისხიანად და ცოტა იაფადაც კი, როგორც ეს მაგალითად Activision – მა გააკეთა Battle.net და ამასთან ერთად ახალი პლატფორმა Epic Games – იც გამოჩდნა.

არც Rockstar Games დააყოვნა და გამოუსვა საკუთარი გეიმინგ პლატფორმა პერსონალურ მოწყობილობებისთვის, სადაც მომხმარებელი შეძლებს ითამაშოს კონკრეტული თამაშები, როგორებიცაა: Grand Theft Auto: San Andreas + ნაწილები, Bully, L.A. Noire,  Max Payne 3 და კიდევ სხვა.

Rockstar Games – ის აპლიკაციას (Launcher) – ს გააჩნია ყველა ის თვისება რაც უნდა ქონდეს სათამაშო პლატფორმებს – Cloud Save System, Ability Shop System, Game Optimization System და სხვა დამატებითი დეტალები რაც მომხმარებელს ხელს შეუწყობს მარტივი და სახალისო გარემოსთვის. 

თუ თქვენც გსურთ რომ არსებული ახალი პლატფორმა თქვენს პერსონალურ კომპიუტერებშიც იყოს, შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან
+ ბონუსი – გადმოწერის შემდეგ, გაიარეთ რეგისტრაცია ან შედით არსებულ პროფილში და თქვენ მიიღებთ უფასდ ორიგინალ Grand Theft Auto: San Andreas – ს. 

ავტორი -GeorGe -

-GeorGe -
Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი. ❤️

ასევე საინტერესო

თამაშები რომლებიც ივნისში გამოვა

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2024 წელი ნამდვილად დატვირთული წელია გეიმინგ ინდუსტრაში, რადგან ბევრი სიახლე შეიძლება …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.