Battle Prime

ჩვენს ვებ საიტზე ალბათ უკვე თქვენთვის ცნობილია დაემატა ახალი კატეგორია, “სმარტფონები” ამ კატეგორიაში განთავსებული იქნება სმარტფონებისადმი განკუთვნილი საუკეთესო გასართობი თამაშები და მრავალი საინტერესო სიახლე რომელიც თქვენთვის ნამდვილად გამოსადეგარი იქნება.

გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წარმადობის სმარტფონებისთვის განკუთვნილ თამაშს, რომლის სახელიცაა Battle Prime.

Battle Prime Main menu

ეს კონკრეტული თამაში სმარტფონისთვის გახლავთ ნამდვილად მრავალ ფეროვანი. თამაშის პრინციპი მარტივია, მაგრამ შესრულება ცოტა რთული რადგან ვიდეოთამაში გახლავთ ძალიან მრავალფეროვანი. 
 მრავალფეროვნებაში ვგულისხმობ იმას, რომ თამაშს გააჩნია ბევრი ნიუანსი იარაღებზე, თამაშის მოდებზე, გუნდზე, მოდიფიკაციებზე და სხვა ბევრ რამეზეც კი. Battle Prime გახლავთ ერთ-ერთი მაღალი წარმადობის თამაში, რომელსაც დიდი მოცულობის რესურსი სჭირდება სმარტფონიდან, ხოლო თამაშის დროს ეს კი ნამდვილად შეინიშნება რადგან, თამაშს ისეთი გრაფიკული მხარე აქვს და ისეთი დახვეწილ ფიზიკა რომ კონსოლებზე ან პერსონალურ სისტემაზეც ისურვებდით ამ თამაშის თამაშს.

ოპერატორებიbattle prime characters

თამაშის ოპერატორები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ჩემი ფავორიტია რეინჯერი, მას შეუძლია მოწინააღმდეგეს მიაყენოს შოკური დარტყმა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს უჭირს დამიძნება, კონცენტრაცია, მოქმედების უნარი. ყველაზე ხელსაყრელ დროს მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია, ასევე გვყავს 10-მდე ოპერატორი, რომლებსაც თავიანთი კონკრეტული სქილები აქვთ რითიც მოწინააღმდეგეს ზიან აყენებენ, ამის არჩევა კი თქვენზეა დამოკიდებული, რომელი პწესონაჟით უფრო უკეთ ითამაშებთ. ასევე პერსონაჟებს აქვთ (Perk) პლატფორმაც, სადაც შეგიძლიათ თქვენი მებრძოლის მოდიფიკაციები შეცვალოთ და დააყენოთ სასურველზე

იარაღები

ამ ვიდეო თამაშში იარაღის მოდიფიკაციები, ფიზიკა და სროლის რადიუსებზე დაკვირვება რომ დავიწყე, ძალიან სერიოზულად აქვთ დეველოპერებს ნამუშევარი, რადგან იარაღი რომელსაც თქვენ აირჩევთ მას აქვს კონკრეტული მოდიფიკაცები რომლების უშუალო ბრძოლის დროს შესაძლებელია გამოგადგეთ, მოდიფიკაციები გახლავთ ბევრნაირი, მოტამაშეს შეუძლია იარაღზე დააყენოს სხვადასხვა მოდიფიკაცები რომლებიც იქნება მისთვის უფრო ხელსაყრელი სათამაშოდ.

Squad Game

თამაშით თქვენ შეგიძლიათ გაერთოთ როგორც მარტო ასევე მეგობრებთან ერთად, მოიწვიოთ ისინი, ითამაშოთ სხვადასხვა მოდიფიკაციებით აღჭურვილი მოდები, ასევე გაწევრიანდეთ/შექმნათ კლანი გააწევრიანოთ ბევრი მოთამაშე და განავითაროთ როგორც თქვენ მოგესურვებათ.

თამაშის მოდები

  • Domination – 
  • Team Deathmatch
  • Duel
  • 3V3 Gun-Game
  • Sniper Arena
  • Control
  • Harvest
  • Skirmish

ვიდეო თამაში ხელმისაწვდომია როგორც  ასევე app store ong 

შეფასება

გეიმფლეი - 8
ფიზიკა - 9.8
მოქმედება - 8.5
გრაფიკა - 10

9.1

ქულა

სახელი: Battle Prime გამოშვების დრო: 07.25.19

User Rating: 4.2 ( 6 votes)

ავტორი -GeorGe -

-GeorGe -
Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი. ❤️

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.