სანამ დავიწყებთ, ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მოგილოცოთ შობა-ახალიწელი, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!
ალბათ ყველას არ აქვს ის ფუფუნება, რომ სასურველი ვიდეოთამაში გადმოწეროს პერსონალურ კომპიუტერში და ითამაშოს უპრობლემოდ, ეს ფაქტია! მაგრამ დამერწმუნებით არსებობს ძალიან ბევრი სხვა გზა ინტერნეტის საშუალებით გასართობად.
თუ ჯერ კიდევ არ იცით, აქვე გეტყვით, რომ არსებობს აპლიკაცია(ები) (ძალიან ბევრი) რომლის საშუალებითაც, თქვენს პერსონალურ კომპიუტერში შეძლებთ ითამაშოთ მობილური ანუ სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშები. ამ ყველაფერს კი ძლიერი და დიდი მონაცემების პერსონალური მოწყობილობა არ სჭირდება.
როგორც დასაწყისში ვახსენე, არსებობს უამრავი აპლიკაცია მაგრამ, ჩვენ გირჩევთ მათ შორის ერთ-ერთ საუკეთესოს. აპლიკაციას ეწოდება bluestacks რომლის საშუალებითაც, თქვენს მოწყობილობაში ჩამოტვირთავთ Android ტიპის აპლიკაციას, რომელიც თქვენს მოწყობილობაში ჩაიტვირთება დაყენების შემდეგ როგორც სმარტფონი.
აპლიკაციის დაყენების შემდეგ, გაიხსნება ზემოთ არსებული სურათზე მოცემული ანდროიდ ფანჯარა, ანუ თქვენ უკვე წარმატებით გავქთ დაყენებული აპლიკაცია.
აპლიკაციის გახსნის შემდეგ ჩათვალეთ, რომ მოწყობილობაში გაქვთ იგივე სმარტფონი ანდროიდ სისტემით და მუშაობს როგორც სმარტფონი. თამაშების გადმოსაწერათ თქვენ საჭიროა შევიდეთ Play Store-ში შეიყვანოთ თქვენი არსებული Google Play-ში შესასვლელი ანგარიშის ინფორმაცია (დაცულია) ან უბრალოდ დარეგისტრიდეთ და გახსნათ ახალი Google-ს ანგარიში.
თამაშის დაყენება იდენტურია სმარტფონთან, უბრალოდ შედიხართ Play Store-ში აირჩევთ თამაშს, და გადმოწერის შემდეგ ჩართავთ აპლიკაციის დახმარებით.
აპლიკაციის სისტემის მოთხოვნები, რომლების აპლიკაციის გასაშვებად დაგჭირდებათ
მინიმალური | მაქსიმალური |
OS: Windows 7 და მაღლა | OS: Windows 10 |
Processor: Intel or AMD Processor | Processor: Intel or AMD Multi-Core Processor |
RAM: 4GB | RAM: 8GB |
Storage: 5GB | Storage: 5GB SSD უპირატესია |
graphics: ინტეგრირებული | graphics: GTS ან GT ვერსია და მაღალი |
ინტერნეტის კავშირი | ინტერნეტის კავშირი |
პლაფორმის ტიპი: PC/Laptop. | პლაფორმის ტიპი: PC/Laptop. |