This War of Mine
This War of Mine

პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომლის სასკოლო პროგრამაში ვიდეოთამაში შევა

2020-2021 სასწავლო წელს პოლონურ სასკოლო პროგრამაში ვიდეოთამაში შევა
თამაში This war of mine ისტორიულ მოტივებს ეფუძნება

პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდეოთამაშები ოფიციალურად გახდეს სკოლის ასაკის ბავშვებში საგაკვეთილო პროცესის თანმხლები საშუალება. შემდეგი, 2020-2021 აკადემიური წლისათვის, ვიდეოთამაში “This War of Mine” ოფიციალურ სილაბუსს დაემატება და ბავშვებს მისი თამაში საშინაო დავალებად ექნებათ. ავტორები აცხადებენ, რომ მათი თამაში სოციოლოგიის, ფილოსოფიისა და ისტორიის საკითხების შესწავლაში დაეხმარება ბავშვებს. 

ორგანიზაცია Spidor-ის ხელმძღვანელი, დოქტორი დომინიკა ურბანსკა-გალანიკი, რომელიც პოლონეთში გეიმინგის ინდუსტრიის კონტროლსა და განვითარებას უზრუნველყოფს, ვიდეოთამაშების სასკოლო პროგრამაში ჩართვას მხარს უჭერს. 

”ისტორიაში პირველად, ვიდეოთამაში სასკოლო სილაბუსში მოხვდა. გვიხარია, რომ პოლონეთის განათლების სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრმა მეთიუზ მორავიცკიმ გაითავისეს და აღიარეს ვიდეოთამაშების, როგორც კულუტურული ფენომენის როლი და მისი ადგილი განათლებაში. ეს მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვძლია, გავაღვივოთ ბავშვებში ინტერესი სწავლი მიმართ, სხვადასხვა ვიზუალური საშუალებებით.”

თავად თამაში “This War of Mine” ვარშავაში დაფუძნებული დეველოპერული სტუდიის შექმნილია. მისი სიუჟეტი ბალკანეთის რეგიონში, სხვადასხვა ისტორიული კონფლიქტების ირგვლივ ვითარდება. მოთამაშეს მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმისათვის, რომ გადარჩეს, მოიპოვოს საკვები თუ წყალი, ან თავშესაფარი. საინტერესოა, რომ თამაშმა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა ისეთი ცნობილი გამოცემებისგან, როგორებიცაა Washington Post, Die Welt და The Guardian. 

ავტორი -GeorGe -

-GeorGe -
Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი. ❤️

ასევე საინტერესო

თამაშები რომლებიც ივნისში გამოვა

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2024 წელი ნამდვილად დატვირთული წელია გეიმინგ ინდუსტრაში, რადგან ბევრი სიახლე შეიძლება …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.