Electronic Arts-ის პრეს სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყველაზე პოპულარული თამაშის “EA Sport FIFA“-ს მომდევნო ნაწილი FIFA 21 ოქტომბრის თვეში იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოპულარული თამაში ხელმისაწვდომი იქნება როგორც ORIGIN პლატფორმაზე ასევე Steam პლატფორმასზეც, ეს ყველაფერი კი კომპანიების ძველი ხელშეკრულების პირობებში მოხდება.
პრეს სამსახურის მტკიცებით, უახლესი FIFA იქნება სხვა ვერსიებისგან გამორჩეული სხვადასხვა ფორმებით. მაგ: ხმოვანი სისტემებით, მოთამაშეების მოძაობებით, მოედნის ინტერიერით და მოედნის ტრიბუნების ჟღერადობა განსაკუთრებით რეალური იქნება ვიდრე აქამდე ყოფილა. ასევე FIFA 21 გამორჩეული იქნება Playstation 5 სა და Xbox one X პლატფორმებზე, კონსოლებმა უკვე ოფიციალურად დაანონსეს თამაშის პრემიერის შედგენა ორივე კონსოლზე, ასე რომ თუ თქვენ გექნებათ ზემოთ ხსენებული რომელიმე კონსოლი, კომპანია პირობას დებს რომ არ მოიწყენთ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალ Playstation 5 ის კონსოლზე, რომელსაც Dual Sense – ს კონტროლერი ურთავს, უფრო კომფორტული და მრავალფუნქციური იქნება, ამბობენ დეველოპერები.