Plague Inc. გახლავთ პოპულარული თამაში სადაც, მოთამაშეს შეუძლია დააინფიციროს სხვადასხვა ქვეყნები, შექმნას ახალი სახეობის ვირუსები და გამოიკვლიოს მათი გავრცელების შესაძლებლობები. თამაშის პრინციპი გახლავთ რაც შეიძლება მეტი ქვეყნისა და ადამიანის დაინფიცირება.
Plague Inc. 2012 წელს გამოვიდა და საკმაოდ პოპულარული გახდა ჩინურ ბაზარზე, თამაშს არანაკლებ 130 მილიონი გადმოწერა აქვს რის მიხედვითაც შეგვიძლიათ ვთქვათ რომ უმეტესწილად თამაშით ჩინეთის მოქალაქეები ერთობოდნენ.
რამოდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის უსაფრთხოებისა და კიპერ უსაფრთხოების სამსახურის განკარგულებით თამაში App Store დან წაიშალა ჩინელი მოქალაქეებისთვის გავრცელებული “კორონავირუსი”-ს გამო. მიზეზად კი დასახელდა რომ თამაშში არსებული ვითარება და სტრუქტურა არ შეესაბამება ჩინეთის კიბერ კანონმდებლობას და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უბრალოდ თამაში არ გახლავთ ქვეყნისთვის სასურველი.
თამაშის გამომცემლობა ამბობს:
Plague Inc. გახლავთ თამაში, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩინეთში, და ის მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფასიან თამაშად, დეველოპერთა გუნდი მაქსიმალური ძალებით ცდილობს რომ თამაში App Store -ში დაბრუნდეს და ისევ ხელმისაწვდომი იყოს, ჩვენსმიერ შექმნი თამაშს კავშირი არ აქვს არსებულ კორონავირუსთან და თამაშის ზოგადი შინაარსი არანაირ კავშირში არ არის კორონავირუსთან.
ასევე გამომცემლები აცხადებენ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ისინი უწვეტ რეჟიმში თანამშრომლობენ მსოფლიო ჯანდაცვის და ჯანმრთელობის ორგანიზაციასთან და მზად არიან ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის.