Call Of Duty: Mobile On PC
Call Of Duty: Mobile On PC

Call Of Duty: Mobile-ს მოთამაშეები დეველოპერებთან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ

მოგეხსენებათ 21 საუკუნეში სმარტფონები ისე განვითარდა, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი იყენებს. მოწყობილობები რომლებიც შეგვიძლია იქ წავიღოთ სადაც ჩვენ მოგვესურვება და ისე კონფორტულად გამოვიყენოთ იგი რომ, ზოგჯერ შეიძლება საერთოდ გადაგვავიწყდეს ჩანთის ჯიბეში საერთოდ გვიდევს თუ არა სმარტფონი. ამავდროულად სმარტფონებს ძირითადად სათამაშოდაც იყენებენ რადგან მისი მახასიათებლები ისეთი მასშტაბურია რომ მასზე არსებულ თამაშით გართობა ნებისმიერ პიროვნებას უფასოდ შეუძლია და რაც მთავარია ძალიან კარგი გრაფიკული მონაცემებით.

რა შუაშია აქ მაღლა არსებული ინფორმაცია? ამით იმის თქმა მინდა რომ, მსოფლიოში იმდენად ბევრი მოთამაშე ყვას ზოგადად IOS და Android სისტემას რომ, ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება სმარტფონებზე არსბული გარკვეული თამაშები, ერთ-ერთი კი ახალი Call Of Duty: Mobile გახლავთ რომელიც 2019 წლის პირველ ოქტომბერს შემოგვთავაზეს.

მოთამაშეები, რომლებიც თამაშობენ სმარტფონზე არსებულ თამაშს, Call Of Duty: Mobile-ს დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ დეველოპერების მიმართ რადგან მათი აზრით თამაში საერთოდ არ არი მოწესრიგებული და ფიქრობენ რომ ყველას თავის ნებაზე შეუძლია გამოიყენოს. ამ შემთხვევაში კი ეგრედ წოდებულ “ჩეტზე” გვაქვს საუბარი.

არა მეგობრებო, ეს პროგრამას არ ეხება რომელიც მოთამაშეს უმარტივებს თამაშს და სხვადასხვა მოდულის სახით თამაშში დომინირებს, აქ საუბარია არალეგალურ პერსონალური კომპიუტერის ანდროიდ აპლიკაციებზე, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს PC პლატფორმაზე გადმოწეროს და ითამაშოს IOS ან Android თამაში, და დაუკავშირდეს ონლაინში მოთამაშეებს ანალოგიურად, როგორც ეს სმარტფონიდან არის შესაძლებელი.

როგორ?
მაგალითად ავიღოთ PUBG Mobile რომელიც PC პლატფორმაზე და ასევე სმარტფონზეა ხელმისაწვდომი, როდესაც სმარტფონის ემულატორით გაუშვებთ სმარტფონის ვერსიას, თამაში ავტომატურად აფიქსირებს ემულატორს და შესაბამისად გადავყავართ სხვა სერვერზე, სადაც ჩვენნაირად ემულატორით შემოსულ მოთამაშეებს ვუკავშირდებით და არა სმარტფონით შემოსულ მოთამაშეებს.
Call Of Duty: Mobile-ს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, როდესაც მოთამაშე პერსონალური კომპიუტერით, ანდროიდ აპლიკაციას იყენებს და თამაშს უკავშირდება, თამაშს არ გააჩნია ამომცნობი სისტემა, რომელიც აუკრძალავს ემულატორით შემოსულ მოთამაშეს, ანდროით პლატფორმით შემოსულ მოთმაშესთან კავშირს. მოთამაშეები რომლებიც აპლიკაციას არ იყენებენ და ლეგალურად თამაშობენ სმარტფონებიდან, თვლიან რომ ეს იგივე ეგრედ წოდებული “ჩეთერობაა” და მეტი არაფერი რადგან, პერსონალურ კომპიუტერზე თამაში ათჯერ უფრო მარტივი და მოსახერხებელია ვიდრე სმარტფონ სიოსტემებზე. ამიტომ მოთამაშეები დეველოპერებს ურჩევენ დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში კრახს განიცდის.

ავტორი -GeorGe -

-GeorGe -
Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი. ❤️

ასევე საინტერესო

თამაშები რომლებიც ივნისში გამოვა

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2024 წელი ნამდვილად დატვირთული წელია გეიმინგ ინდუსტრაში, რადგან ბევრი სიახლე შეიძლება …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.