იმ დროს როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს ხოლმე, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს რომ ბევრი საინტერესო განხილვები მოამზადოს გეიმინგ ინდუსტრიაში განხორციელებულ მოვლენებზე დარყრნობით.
ეს განხილვა კი მივუძღვენით Call Of Duty Mobile-ს რადგან ჩვენი აზრით, 2019 წლის და არამარტო ამაწლის თამამად შემიძლია ვტქვა 2020 წლის საუკეთესო Shooter თამაში გამოვიდა სმარტფონებისთვისაც და ტაბლებეტბისთვისაც.
დღეს-დღეობით სმარტფონებს თუ ტაბლეტებს თითქმის ყველა ადამიანი იყენებს საჭიროებისამებრ. ისე განვითარდა სმარტფონების ინდუსტრია რომ მასში შესაძლებელია ისეთი გრაფიკული მონაცემების თამაში ითამაშო, რომელსაც დაახლოებით ათი ან მეტი ხნის უკან ვერც კი წარმოიდგენდა ადამიანი, ამიტომ ნამდვილად განსაკუთრებულია ჩვენთვის იმის ხილვა რომ Call Of Duty-ის ფრენჩაიზებს დაემატა სმარტფონის ვერსიაც, რომელიც გახლავთ Online Multiplayer -თამაში და შეგვიძლია მეგობრებთან ან საერთოდ უცხო მოთამაშეებთან ერთად ვითამაშოთ თუ ვისიამოვნოთ.
Call Of Duty Mobile იმით გამოირჩევა რომ, ჩვეულებრივ სმარტფონსაც კი შეუძლია მისი გახსნა შესაბამისი გრაფიკული მონაცემებით, და თამაში საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაერთოს დაბალბიუჯეტიანი სმარტფონითაც და ისიამოვნოს თამაშით. თუმცა მინდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ, ულტრა თანამედროვე სისტემით რომელსაც თამაშის გახსნა საერთოდ არ უჭირს და აღჭურვილია თანამედროვე სისტემით, დამერწმუნეთ ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული მონაცემების ვიდეოთამაშია, რომელსაც შეიძლია ის მაქსიმუმი მოგცეს რასაც Online Shooter თამაშებიდან ითხოვთ.
მისი გადმოწერა შესაძლებელია
Call Of Duty Mobile – ს გააჩნია ახალი თანამედროვე შიდა სისტემა რომელიც, მოთამაშეებს ანაწილებს სხვადასხვა მხარეებათ, ჯგუფებს და გუნდებს ყოფს ისე რომ, თითქმის თანაბარი ძალებით შეუტიონ ერთმანეთს, თუ მაინც და მაინც მეგობრებთან ერთად გინდა თამაში ესეც არაა პრობლემა, თქვენი და თქვენი მეგობრების რანკინგის შეფარდებისას მოგიძებნით ისეთ მოწინააღმდეგეებს რომლებსაც თქვენი სტატისტიკური მონაცემების დაახლოებით ანალოგიაქვს და შეესაბამება თქვენი სიძლიერის მეტოქეს.
თამაშის დამახასიათებელი მოდები
Frontline
თქვენ უნდა გაანადგუროთ მოწინააღმდეგე რათა მიიღოთ შესაბამისი ქულები, პირველი 10 ქულა იგებს!
Team Deathmatch
მოთამაშეების რაოდენობა იყოფა შუაზე, დელტა გუნდი და ალფა გუნდი. გუნდი ცდილობს მოწინააღმდეგეზე დომინაცია მოიპოვოს, პირველი გუნდის 30 ქულა იგებს.
Domination
ამ მოდში აღნიშნულია სამი წერტილი რუკაზე, რომელიც აღნიშნავს ლოკაციის წერტილს, მოთამაშეები და მათი გუნდები ცდილობენ რაც შეიძლება დიდხანს დაიკავონ შესაბამისი წერტილები (დროშები) რადგან მოიპოვონ ქულები. (მეტი ქულის მქონე გუნდი იგებს)
Search & Destroy
მოძებნე და გაანადგურეს პრინციპი, მოთამაშეები რომლებიც დაყოფილები არიან ჯგუფებათ, მათ მხოლოდ ერთი გადარჩენის უფლება აქვთ თითო რაუნდში, თქვენ ამ მოდში ლიკვიდაცია უნდ მოახდინოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის რომელსაც დაინახავთ, თუ საქმე სხვაგვარად წავიდა თქვენთვის თამაში დასრულდება.
Practice VS. AI
ამ მოდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ და გაიაროთ პრაქტიკა, ამ მოდის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ თამაშის ხარისხი.
Loadout – ტაქტიკური მახასიათებლები
თამაში საშუალებას გვაძლევს დავტვირთოთ საკუთარი მოთამაშე მრავალფეროვნებით მაგალითად: შევცვალოთ იარაღები მრავალი სახის, დავამატოთ ფერები, გავაძლიეროთ ან დავაკლოთ ძალა, შევამციროთ ან გავზარდოთ მოთამაშის ტაქტიკური მხარე, დავამატოთ სხვადასხვა ატრიბუტები (Perks) და ა.შ.
Battle Royale Mod
Battle Royale მოდიფიკაცია, რომელიც აკავშირებს 100 მოთამაშეს ერთ დიდ რუკაზე სადაც მოთამაშეები ცდილობენ პირველი ადგილი დაკავებას, აქ ყველაფერი მარტივია ესროლე ან გესვრიან! ნებისმიერი მოძრავი ობიექტი აქ შენი მოწინააღმდეგეა და შეგიძლია ნებისმიერ რამეს ესროლო რაც კი მოძრაობს! თუმცა შენ ასევე შეგიძლია ითამაშო შენს მეგობრებთან ერთად, სადაც შესაძლებლობა გაქვს სამი მოთამაშე მოიწვიო შენს გარდა და ერთად ეცადოთ გამარჯვების მოპოვება.