1 მილიარდი დოლარი – სწორედ ასეთი მოგება მოუტანა PUBG Mobile-მა ავტორებს

2018 წლის მარტში გამოვიტა PUBG Mobile და ფურორი მოახდინა გეიმინგ ინდუსტრიაში. მის შესახებ საუბარიც ზედმეტია, რადგანაც ინტერნეტის ფაქტობრივად ყველა მომხმარებელს ასე თუ ისე სმენია რაღაც მაინც ამ თამაშის შესახებ.

თამაშის სწრაფი გავრცელების გამო უამრავი ანალიტიკური კომპანიაა დაკავებული იმ ჯამური შემოსავლის გამორკვევით, რომელიც თამაშმა თავიოს ავტორებს მოუტანა. ცნობილი ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის მიერ მცირე ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგადაც გამოჩნდა, რომ ამ დროისთვის თამაშისგან მიღებული შემოსავალი 1 მილიაედ აშშ დოლარს აღემატება.

ასეთი მაღალი შედეგის მიღებას ხელი შეუწყო თამაშის ჩინურმა ვერსია Game For Peace-მა, რომლის მიერ მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი 54% ეადგინა. გარდა ამისა, PUBG Mobile-მა შეძლო მიეღწია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მობილური თამაშის – Fortnite-ის დონემდე. სამწუხაროდ ეს თამაში დღითიდღე კარგავს პოპულარობას და მისი მოგება თითქმის 40%-მდე დაეცა, პარალელურად კი PUBG-ის შემოსავალი 150%-ითაა გაზრდილი.

PUBG-ის მოთამაშე ადამიანების რიცხვის ზრდა არ მთავრდება, რადგანაც ნებისმიერ პოპულარულ თამაშს მუდმივად ემატება ახალი გეიმერები, რაც მის განვითარებასა და გავრცელებას უწყობს ხელს. გასულ თვეს PUBG-ის მოთამაშეთა რიცხვს 34 მლნ ახალი გეიმერი შეემატა.
სამწუხაროდ, იგივე ვერ ითქმის Fortnite-ზე, რადგან სტატისტიკის მიხედვით მის მოთამაშეთა რიცხვი ყოველდღიურად კლებულობს, ახალი გეიმერების რაოდენობაზე კი საუბარიც არ ღირს. 

ავტორი -GeorGe -

-GeorGe -
Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი. ❤️

ასევე საინტერესო

The Day Before – მსოფლიოში პირველად თამაშმა გეიმერები დასკამა

The Day Before ყველა დროის ყველაზე ცუდი თამაში, რომელმაც მოთამაშეები პირდაპირ მნიშვნელობით გაქურდა.ვიდეო თამაში 2023 …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.