Pubg Mobile
Pubg Mobile

PUBG Mobile – ყველაზე შემოსავლიანი „სამეფო ბრძოლა“ App Store-ში

PlayerUnknown’s Battlegrounds – ბოლო წლებია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია, რაც გასაკვირი არ არის. როგორც პრესონალური კომპიუტერების და კონსოლებისთვის განკუთვნილი, ასევე მობილური ვერსიაც თავის ჟანრში პირველია. კომპანია Sensor-Tower – ის კვლევების მონაცემებით PUBG Mobile შემოსავლების მხრივ ლიდერია App Store-ში არსებული ყველა პროექტს შორის.

Pubg Mobile

გამოსვლის მომენტიდან დღემდე თამაშის მობილური ვერსია პოპულარული თამაშების ჩამონათვალშია Apple –  ს აპლიკაციების მარკეტში და მწარმოებლებისთვის სტაბილური შემოსავალი მოაქვს. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩინეთში შედგა PUBG Mobile – ს რელიზი, რამაც განაპირობა პროექტის შემოსავლიანობის კიდევ უფრო ზრდა.

Sensor Tower – ის მონაცემებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინელი გეიმერების გასავალი, დანახარჯები 167 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც 748%-ით  მაღალია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.

PUBG Mobile ზედიზედ სამი თვის მანძილზე მაღალშემოსავლიან თამაშად ითვლება.

PUBG Mobile

უდავოა, რომ ასეთი ზრდის მიზეზზს ნამდვილად ჩინეთის ფაქტორი წარმოადგენს – მისმა მაცხოვრებელმა თამაშს მთელი მოგების თითქმის 30% მოუტანეს რამდენიმე თვეში. გასულ წელთან შედარებით PUBG Mobi – ს შემოსავალი თითქმის 310% ით გაიზარდა და გადააჭარბა Fortnite-სა და  Knives Out – ს. მთელი არსებობის მანძილზე PUBG-  ის მწარმოებლებს 860 მლნ აშშ დოლარი მოუტანა, Fortnite – სა და Knives Out – ის შემოსავლები შეადგენს 771 მლნ-სა და 725 მლნ აშშ დოლარს.

 

წყარო: Overclockers

ავტორი -GeorGe -

-GeorGe -
Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი. ❤️

ასევე საინტერესო

თამაშები რომლებიც ივნისში გამოვა

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2024 წელი ნამდვილად დატვირთული წელია გეიმინგ ინდუსტრაში, რადგან ბევრი სიახლე შეიძლება …

ერთი კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.