Activision და Infinity Ward განიხილავენ სტრატეგიული თამაშის Call of duty Modern Warfare Multiplayer პროექტს, თამაშმა გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ძველი ნაწილებისგან განსხვავებით და სხვადასხვა საინტერესო სიახლეებს გვთავაზობენ დეველოპერები. იმის შემდეგ რაც დეველოპერებმა დაანონსეს 2-2 ზე მცირე რუკებზე მოდირებული არენა, დეველოპერებს ზოგადი განცხადება multiplayer თან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ.
პირველ აგვისტოს, როდესაც Multiplayer პრემიერა შედგება, Infinity Ward შემოგვთავაზებთ ოფიციალურ Twitch channel ზე თამაშის Multiplayer ის პირდაპირ ლაივში ნახვას.
ასევე დეველოპერებმა დაადასტურეს Multiplayer ის საკმაოდ საინტერესო დეტალები, რომელიც წინა მორბედ Modern Warfare სერიებიდან აღსანიშნავი ფაქტიაკ, თქვენ საშვალება გექნებათ იარაღის აწყობის თქვენებური სტილით ისარგებლოთ, იარაღის და აღჭურვილობის გაძლიერება/შესუსტებიოს სისტემა ხელმისაწვდომი იქნება ყველა იარაღზე რა წარმოდგენილი იქნება თამაშის შემდგომ Call of duty: Modern Warfare ში. როგორც გავიგეთ ოფიციალური ბლოგ პოსტიდან Infinity Ward – ის სარედაქციო მენეჯერმა დევიდ ჰოდგსონმა დაწერა იარაღებთან დაკავშირებით რომ მოთამაშეს რომელიც ონლაინში შევა ექნება ორი სახის აღჭურვილობა ერთი გახლავთ (ძირითად) Primary და (Secondary) მეორე ხარისხოვანი იარაღი, რომელიც საკმაოდ ეფექტურად იმუშავებს და დაგეხმარებათ თამაშის სწრაფად და ეფექტურად წაყვანაში. თქვენ საშვალება გექნებათ შეცვალოთ ხუთი დეტალი იარაღებზე თუ თქვენ გექნებათ თავისუფალი სლოტი ნაწილების ან გაუმჯობესებული დამატებების დასაყენებლად.
მაგალითად, ასაულტის კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და გააძლიეროთ სხვადასხვა ცხრა დეტალი: შორი ხედვის მიზნები, ლაზერი, ოპტიკა, სტოკი, დარტყმის სიმძლავრე, მჭიდები, გარე იარაღის მაყუჩი, მაყუჩი, ან თუნდაც თქვენს მიერ დაყენებული პერკიც კი.
Call of duty:Modern Warfare ხელმისაწვდომი იქნება PlayStation 4, Xbox One და PC პლატფორმებზე 25 ოქტომბერს.