ყველაფერი რაც უნდა იცოდე Apex Legend – ის მეორე სეზონზე

 Apex Legends ის ფანები ელოდებოდნენ შემდეგ დიდ განახლებას, და ყველას აინტერესებდა თუ რა სიახლეებს შესთავაზებდნენ დეველოპერები.

ალბათ თქვენც გაინტერესებთ რა ხდება და რა სიახლეებს გვთავაზობენ არა? მაშ ასე ნამდვილად წასაკითხი სიახლეები დროა:

როდის დაიწყება მეორე სეზონი?

2 ივლისს

რა ქვია მეორე სეზონს?

მეორე სეზონის სახელია “Battle Charge”

რა სიახლეებია მეორე სეზონში?

  • მოთამაშეები აირჩევიან რეიტინგსის და სიძლიერის მიხედვით, რომლებსაც თამაში სტანდარტულად გადაანაწილებს თანაბარ ძალებად.
  • დაემატება ახალი იარაღი
  • დაემატება მეათე პერსონაჟი: Wattson
  • დაკორექტირდება და გასწორდება King’s Canyon
  • პატარა დამატებები და შეცდომების გასწორება მოხდება Gameplay – ს დროს.

ვინ არის სახელად: Wattson

ახალი პერსონაჟი გახლავთ “ინჟინერი” თავდაცვის ტექნიკით აღჭურვილი ახალი პერსონაჟი. 

რა შესაძლებლობები ექნება ახალ პერსონაჟს?

Apex Legends ტაქტიკა: Wattson – ს შეუძლია შექმნას ელექტრონული წინაღობა მოწინააღმდეგეების შესაჩერებლ;ად, რაც მოწინააღმდეგის -12 პროცენტულ დარტყმას ანხორციელებს. მოთამაშეს ეს ასე ვთქვათ ძალა სტანდარტულად მოყვება რაც რეალურად სასურველ პერსონაჟს ხდის ყველასთვის. ასევე ელექტრო ღობეები არ აყენებს დარტყმას ერთ მხარეს მყოფ მოთამაშეებს. მოწინააღმდეგის ღობის გადმოკვეთის დროს, მოწინააღმდეგე ჩერდება ხოლო, ერთ გუნდში მყოფ დამხმარეებს შეუძლიათ რადარზე ამოიცნონ მოწინააღმდეგე და დაეხმარონ მეგობარს.

რა იქნება შემდეგი ახალი იარაღი?

ეს იარაღი გახლავთ Titanfall 2’s L-Star. L-Star იარაღი იქნება სწრაფი ელექტრო მოწყობილობის, რომელიც მოწინააღმდეგეს დიდ დარტყმას აყენებს ძალიან სწრაფად. მისი ენერგიის წყარო კი ძალიან რთული მოსაპოვებელლი იქნება სხვადასხვა ადგილზე, გაცილებით რთული ვიდრე სხვა იარაღები, რადგან L-Star სწრაფი, ეფექტური და დიდი ძალით მქონე აღჭურვილი ახალი იარაღია.

იცვლება თუ არა სტანდარტული Map?

Fortnite – ს რუკა თითქმის ყოველ ახალ სეზონზე იცვლება და ეს მოთამაშეებისთვის უარყოფით გავლენას ახდემს. Apex Legend -ში შეცვლის თაობაზე განცხადება არავის გაუკეთებია, მხოლოდ ის ვიცით რომ შეცდომები გამოსწორდება მაგრამ რა შეიცვლება, ან თუ შეიცვლება საერთოდ ეს უცნობია. დეველოპერების უფროსი გვატყობინებს რომ, ჯერ-ჯერობით შეცდომებზე მიდის მუშაობა რომ გამოსწორდეს, დანარჩენ ინფორმაციას თვითონ მეორე სეზონში გავიგებთ.

სხვა არაფერი?

Respawn ასევე ტესტავს თამაშში, სხვადასხვა იარაღების გაძლიერების საკითხებს, ასევე პერსონაჟებზე სისწრაფის, სიმძლავრის და სხვა კიდევ ბევრი გამოსაყენებელი პუნქტის გაზრდას და მოკლებას, ცდილობენ ბალანსირება შეინარჩუნონ პერსონაჟებზე, ასევე იარაღების გამოცდაც მიდის, გავრცელდა ჭორის დონეზეც რომ, შესაძლოა იარაღებს სიმძლავრე მოაკლონ მაგრამ რამდენიმეს პირიქით გაუძლიერონ.

ავტორი -GeorGe -

-GeorGe -
Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი. ❤️

ასევე საინტერესო

თამაშები რომლებიც ივნისში გამოვა

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2024 წელი ნამდვილად დატვირთული წელია გეიმინგ ინდუსტრაში, რადგან ბევრი სიახლე შეიძლება …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.