Minecraft – მა უკვე მეათე წელი აღნიშნა მომხმარებლებთან ერთად და შესანიშნავი წლებიც აჩუქა კომპანია Microsoft – ს.
“Mojang” – მა ამ დღესთან დაკავშირებით, მომხმარებელს მიაწოდა სხვადასხვა ინფორმაცია თამაშის შესახებ, მაგრამ ჩვენ საინტერესო ფაქტი ავარჩიეთ.
დეველოპერებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, თამაშის ზოგადი გარე გაყიდვების ინფორმაცია, რომლის რეალიზატორიც Microsoft – ი გახლდათ, დეველოპერებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ, 2009 წლიდან თამაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და აქედან გამომდინარე 2009 წლიდან დღემდე, უკვე 176 მილიონი თამაშის ეგზემპლარია გაყიდული. ამ ინფორმაციას კი Microsoft აღიქვამს როგორც ერთ-ერთ კომპანიის ყველაზე პოპულარულ ბესთსელერ თამაშად, რომელმაც კომპანიის ისტორიაში ყველაზე მეტი გაყიდვები მოიპოვა და კომპანიის ბესთსელერი თამაში გახდა.
“Mojang” – მა ასევე განაცხადა რომ, თამაში პოპულარობას არ კარგავს და დღიდითღე მეტი ეგზემპლარი იყიდება, ხოლო კომპანიის თქმით, Minecraft ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია გეიმინგ ბაზარზე, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.