ეს ნამდვილი სიურპრიზია! თქვენ თუ იკითხავთ ვის გაუჩნდა აზრი ამ თამაშის შექმნისა, მაშინ თქვენ გიპასუხებენ რომ იდეისა და თამაშია ავტორი გახლავთ “Mike Bithell” იგივე ტომასი, რომელმაც გადაწყვიტა მარტო შეექმნა ახალი თამაში John Wick – ზე.
აქ შეგხვდებათ კიანუ რივზი რომელიც აქტიურად ერთვება თამაშის ტაქტიკურ მხარეებში, თუმცა კინოინდუსტრიიდან გამომდინარე, კიანუ რივზის შესაძლებლობები კიდევ უფრო ზღვარს ცდება თამაშში, და დეველოპერი გვთავაზობს ტაქტიკურ მხარეს რომელიც თამაშს საინტერესოს ხდის.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ თამაშის პატარა თრეილერი.
დიდი არაფერია ჯერ-ჯერობით ამ თამაშზე ცნობილი. სიახლე ის გახლავთ რომ თამაში პერსონალურ კომპიუტერზე ანუნ (PC) ზე და კონსოლებზეც გამოვა, თამაში ხელმისაწვდომი იქნება Epic Games – ზე რომელიც რეალიზაციას გაუწევს თამაშს PC პლატფორმებზე.
ჯერ-ჯერობით არც გამოსვლის თარიღია ცნობილი რადგან თამაში რამოდენიმე დღის უკან დაანონსდა და გამოჩნდა ინტერნეტსივრცეშია მიტომ, გეიმინგ მედია ჯგუფები და ასევე ჩვენს რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ვსწავლობთ და გვინდა რომ უტყუარი მონაცემები მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს. 🙂
თრეილერი გვიჩვენებს ცოტაოდენ ნიუანსებს თამაშის შესახებ, თრეილერში ნაჩვენებია რომ, თამაში მოთამაშეებს აძლევს საშუალებას John Wick სროლის დროს მოთამაშეს მიანიჭოს სხვადასხვა კრიტერიუმების გზა მოწინააღმდეგის ლიკვიდაციისთვის რაც, თამაშს მნიშვნელოვნად მრავალფეროვანს ხდის, ასევე ნაჩვენებია ბევრი კონტექსტით განხილული ქმედება მოწინააღმდეგის ლიკვიდაციის დროს.
თამაში არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ კონტენტს, ან რაიმე განსაკუთრებუყლ კრიტერიუმს რომ მოთამაშე გაოცებული დარჩეს, მაგრამ როგორც ასეთი პერსონაჟი John Wick თითქმის ყველასთვის ცნობილია კინომატოგრაფიიდან, შესაბამისად ვიდეოთამაშს აქედან გამომდინარე პერსონაჟი საინტერესოს ხდის მოთამაშეებისთვის და ჩემი აზრით ამიტომ ღირს ცდად თამაშში ჩართვა.
თამაშზე ცნობილი ბევრი არაფერია, თუმცა დეველოპერმა თქვა რომ ამაწლის E3 – ზე ყველაფერი ცნობილი გახდება.