გასულ კვირას Respawn მა გამოაქვეყნა Reddit – ზე პოსტი, სადაც განაცხადეს რომ ჩეთერებზე ნადირობა გრძელდება და მათ დაბლოკეს ძალიან ბევრი არალეგალური მოთამაშე Apex Legend – ში.
დეველოპერებმა დაბლოკეს 300,000 ზე მეტი არალეგალურად მოთამაშე პირების პერსონალური პროფილები ხოლო, 4,000 პროფილი დახურეს არალეგალურად გაყიდული თამაშის სხვადასხვა ჩეთით არსებული კონტენტები. დეველოპერებმა განაცხადეს რომ ასეთი მასშტაბური რაოდენობით BAN (დაბლოკილ) მომხმარებლებს უნდა უმადლოდნენ დეველოპერების მიერ შემუშავებულ თამაშის Anti-Cheat – ს რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და როგორც ჩანს არც ერთ არალეგალურ ქმედებას არ პატიობს მოთამაშეს სისტემა.
Respawn ასევე მუშაობს EA – ს თან ერთად უსაფრთხოების საკითხებზე ინტენსიურად რომ, მომსახურება და თამაშის ხარისხი გაცილებით უსაფრთხო იყოს ვიდრე აქამდე იყო. ასევე მუშაობენ დეველიპერები EA DICE სთან ერთად პოპულარულ თამაშებზე როგორიცაა FIFA და სხვა კომპანიის კუთვნილ კაპიტალურ თამაშებზეც.
ჩვენ ვერ გაგიზიარებთ იმ ინფორმაციას თუ რას და როგორ ვაკეთებთ, ეს ინფორმაცია რომ საჯარო გახდეს, ხელს შეუწყობს სხვადასხვა არალეგალს ააწყონ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სხვადასხვა ჩეთი, ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვით რომ, ჩვენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევთ არალეგალურად მოთამაშეებს, შესაბამისად ამ განხრით ძალიან დიდი მუშაობა და ფიქრი გვჭირდება რომ მომსახურება და თამაშის ხარისხი იდეალური გავხადოთ. ხოლო რაც შეეხებათ ჩეთერებს ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევუტიოთ მათ რათა არ მოხდეს ამ ყველაფრის გავრცელება.
ეს ინფორმაცია Respawn – მა Reddit – ის საშუალებით გამოაქვეყნა და საზოგადოებას გააცნო ინფოემაცია.