Steam ადმინისტრაცია სიამოვნებით იუწყება ინფორმაციას რომ, პლატფორმაზე უკვე 1 მილიარდი რეგისტრირებული პროფილია, ეს გახლავთ აპრილის ბოლო სტატისტიკა და რათქმაუნდა რიცხვები კიდევ უფრო იზრდება.
Valve ნათლად ამბობს რომ ნამდვილად ერთი მილიარდი მომხმარებლის პერსონალური პროფილია შექმნილი მაგრამ, ზოგადად გარკვეული რიცხვი პროფილებისა აქტიური არ არის, მაგრამ ეს რიცხვები ძალიან მცირეა და კომპანი თვლის რომ, ასე თუ ისე თამამად შეუძლიათ თქვან რომ მათ ერთი მილიარდი მომხმარებელიყავთ თუ არ ჩავთვლით არააქტიურ პერსონალურ პროფილებს.
თუმცა არის ერთი პრობლემაც, ძალიან ბევრი რეგისტრირებული პროფილი დაბლოკილია გარკვეული მიზეზების გამო, ზოგი პროფილიც კი ბოტებისგანაა შექმნილი და უმეტესობა კი რამოდენიმეჯერაა გაკეთებული ერთი და იგივე პიროვნებისგან, სწორედ ამიტომ აღნიშნა კომპანიამ რომ ერთი მილიარდი პერსონალური პროფილის დარეგისტრირებული ფაქტის შესახებ გარკვეული პროცენტი, ან დაბლოკილია, ან ბოტებს აქვთ შექმნილი, ან და ერთ პიროვნებას სხვადასხვა პროფილიაქვს გაკეთებული, თუმცა რიცხვები რიცხვებად რჩება და შესაბამისად კომპანიამაც ამ ინფორმაციის გავრცელება არ დააყოვნა.
გასულ წელს Steam ზე დაფიქსირდა, ერთობლივად 18 მილიონზე მეტი მოხმარებელი ონლაინში, ერთად შემოსული, რისი მიზეზიც იყო PlayerUnknown’s Battlegrounds რადგან ვიდეოთამაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ისევ დომინირებს.
ასევე 2018 წელს დაფიქსირდა 18 მილიონზე მეტი მომხმარებელი შემოსული ერთ დღეში ხოლო, 2019 წელს ეს რიცხვები საგრძნობლად გაიზარდა და ერთი დღის მაჩვენებელზე დაფიქსირდა 47 მილიონი მოხმარებელი ერთ დღეში და 90 მილიონი ერთი თვის მაჩვენებლით (აქტიური მომხმარებელი).
ამ რიცხვების მიზეზი, რომელიც ასე საგრძნობლად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია კომპანიაში ხსნიან რომ, ეს ფაქტი სერვერების გაშვებან და დამატებამ გამოიწვია რომელიც შეეხო აზიას.
ასევე ყველაზე პოპულარული გაყიდვების მხრივ იყო ევროპა და სამხრეთ ამერიკა პროდუქტებთან დაკავშირებით რის გამოს Valve – მ გადაწყვიტა რომ გაეუმჯობესებინა მომსახურება და ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა ვისთვისაც ჯერ კიდევ ეს შეუძლებელი იყო.
ასევე მიზეზი იმისა თუ რატომ მოემატა ამდენი მომხმარებელი ის გახლავთ რომ, Steam ზე არ იყო ბევრი ქვეყნის მშობლიური ენა ხელმისაწვდომი, ამ საკითხში კი კომპოანიამ იყოჩაღა და დაამატა ბევრი ენა მაგალითისთვის კი ჩინური ენა რომელიც თამაშების მარკეტს არ ჰქონდა.