PUBG Lite გადმოწერა უფასოდ, დაყენების ინსტრუქცია დეტალურად და ტექნიკური მხარეები

ჩვენი გვერდის მომხმარებლებს შევპირდით რომ, გამოვაქვეყნებდით ინსტრუქციას ჩვენს ვებ საიტზე, “PUBG Lite”  – ს შესახებ და დეტალურად განვიხილავდით თამაშის მოხმარების პირობებს.

პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ რომ, PUBG Lite გახლავთ ჯერ-ჯერობით ბეტა ტესტში არსებული თამაში. აქედან გამომდინარე დეველოპერებმა აღნიშნეს რომ, ბეტა ტესტი ჩატარდებოდა მხოლოდ მალაიზიის სერვერებზე, და დიახ ეს ნამდვილად ასეა, სერვერების და ზოგადად თამაშის ბეტა ტესტი მიმდინარეობს მალაიზიაში.

ასევე დეველოპერებმა თქვეს რომ ეტაპობრივად სერვერები და ზოგადათ თამაშიც ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ქვეყნებისათვის და ნელნელა მოიცავს ყველა ქვეყანას, ძირითადად კი მის ტესტირებას ევროპაში გეგმავენ.


რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნული სიახლის შესახებ?

  1. თამაში მუშაობს მხოლოდ მალაიზიის სერერებზე.
  2. თამაშს ვერ გადმოწერთ მალაიზიის სერერების გარდა.
  3. გექნებათ დიდი ეტაპობრივად დიდი ლაგი
  4. შესაძლოა სერვერმა Disconnect მოგცეთ მაღალი პინგის გამო.
  5. დეტალურად კი განვაგრძოთ…  

 

1)  პირველ რიგში ჩვენ უნდა გადმოვწეროთ აპლიკაცია (Garena), ამ აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი “PUBG Lite” ვერსია რომელსაც შემდგომ ამ აპლიკაციიდან გადმოწერთ შემდეგი მითითებების შესრულების შემდგომ.

2) Garena – აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, თქვენ უნდა შექმნათ Garena + პროფილი, ანუ გაიაროთ უბრალო რეგისტრაცი Garena – ში და შექმნათ თქვენი პერსონალუირი პროფილი.

3) პერსონალური პროფილის შექმნის შემდგომ, თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენს (Garena) აპლიკაციაში თქვენი პროფილით, შესვლის შემდეგ თქვენ ავტომატურად მოგენიჭებათ რეგიონზე “Georgia” 

ავტომატურად რეგიონის მონიჭება სავალდებულოა შევცვალოთ Garena Setting – ებიდან და საქართველოს ნაცვლად საჭიროა დავაყენოთ “ტაილანდი” (Tiland)

რეგიონის ცვლილების შემდგომ, თქვენი აპლიკაცია გააკეთებს პატარა Refresh – ს და მთავარ (Garena) აპლიკაციის გვერდზე გამოიტანს თამაშებს სადაც მოთავსებული იქნება ტაილანდური “PUBG Lite”. დააწყებინეთ გადმოწერა და დაელოდეთ დასრულებას!


 

თამაშის გადმოწერის შემდეგ, ნუ ეცდებით თამაშში შესვლას რადგან ბოლომდე არ გვაქვს საქმე მიყვანილი, გადმოწერის შემთხვევაში რომ შეხვიდეთ პირდაპირ თამაშში, აპლიკაცია ავტომატურად კითხულობს თქვენს იპ მისამართს და ადგენს რეგიონს რადროსაც გიჩვენებთ ინფორმაციას რომ, “თქვენს რეგიონში ჯერ ეს თამაში არ არის ხელმისაწვდომი”


ამისათვის კი დაგვჭირდება პროგრამა –  “VPN Hideme

VPN Hideme –  გახლავთ აპლიკაცია, რომელიც ფარავს თქვენს აიპ მისამართს.


გადმოწერეთ პროგრამა, დააყენეთ თქვენს სისტემაში, პროგრამა ავტომატურად ჩართავს (Localareaconnection) ის ანალოგს რომელიც უკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის სერვერებს აიპის დასაფარად (ამ ყველაფერს პროგრამა გააკეთებს თვითონ)


პროგრამის დაყენების შემდგომ საჭიროა რომ:

  1. Refresh გაუკეთოთ სერვერებს რათა გამოიტანოს გლობალური აიპ მისამართები
  2. მოძებნოთ ტაილანდური სერვერები (Tiland)
  3. მოძებნის გასამარტივებლად პროგრამაში მიუთითეთ რეგიონების სახელების ერთად დაწყობა
  4. ტაილანდის სერვერის პოვნისას ყურადღება მიაქციეთ “MSP” – ს ანუ რა რაც უფრო მაღალი იქნება მით უნფრო უკეთესი Connect გექნებათ სერვერთან.
  5. აირჩიეთ სასურველი სერვერი და გაუკეთეთ Connect.

ამ ყველა ოპერაციის გაკეთების შემდეგ, საჭიროა მიუთითონ თქვენი პერსონალური მოწყობილობის დრო “ტაილანდურ” დროზე:

ტაილანდური დრო – (UTC +07:00) Bangkok, Hanoi, Jakarta

ყურადღება:

მხოლოდ ამ ყველა ოპერაციის შესრულების შემდეგ იმუშავებს თამაში და შეძლებთ თამაშს!


 

ბოლოს გადავავლოთ თვალი ყველაფერს:

  1.  გადმოვწერეთ Garena
  2. შევქმენით პროფილი
  3. შევედით Garena – ში
  4. შევცვალეთ რეგიონი
  5. გადმოვწერეთ – VPN Hideme
  6. დავუკავშირეთ პროგრამა ტაილანდურ სერვერებს
  7. შეცვალეთ მოწყობილობის საათის დრო ტაილანდური დროით (UTC +07:00) Bangkok, Hanoi, Jakarta
  8. ჩავრთეთ და ვითამაშეთ

ასევე გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას რომელშიც დეტალურადაა გაკეთებული ყველაფერი

სისტემური მოთხოვნები:

მინიმალური:

  • ოპერატიული სისტემა: Windows 7/8/10, 64-bit
  • პროცესორი : Intel Core i3 2.4GHz
  • RAM (რამი): 4GB
  • ვიდეო ბარათი: Intel HD Graphics 4000
  • HDD: 4GB   

რეკომენდირებული:

  • ოპერატიული სისტემა: Windows 7/8/10, 64-bit
  • პროცესორი : Intel Core i5 2.8GHz
  • RAM (რამი): 8GB
  • ვიდეო ბარათი:  Nvidia GeForce GTX 660 or AMD Radeon HD 7870
  • HDD: 4GB

ავტორი -GeorGe -

-GeorGe -
Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი. ❤️

ასევე საინტერესო

The Day Before – მსოფლიოში პირველად თამაშმა გეიმერები დასკამა

The Day Before ყველა დროის ყველაზე ცუდი თამაში, რომელმაც მოთამაშეები პირდაპირ მნიშვნელობით გაქურდა.ვიდეო თამაში 2023 …

17 კომენტარები

  1. rom davayene sererebidan magdebs xandaxan

  2. ლუკა ონიანი

    უფასო ვერსია მხოლოდ ევროპაში იქნება თუ ჩვენთანაც? ანუ შევძლებთ ამდენი რამის გარეშე ოდესმე თამაშს?

    • -GeorGe -

      არა იქნება ჩვენთანაც ხელმისაწვდომი, ეს მხოლოდ ბეტა ვერსიაა რომელიც იტესტება და ვისაც სურვილი აქვს იმისთვის დავდეთ ეს სიახლე. ??

  3. მონაცემები მგონი ზუსტი არ არის, დიდი ლაგებია და მაგდებს ხანდახან…

  4. ანა კაიკაციშვილი

    მომწონს

  5. ძალიან მინდა ავიღო UC

  6. 2021.08.07 Garenas Viwer thailand vayeneb da pubg ar michvenebs

    • -GeorGe -

      გამარჯობა ოთო, სამწუხაროდ COVID-19-ის გამო, სერვერები დაიხურა დროებით, რადგან თამაშს დეველოპინგ ვეღარ უწევენ დეველოპერები. მაგრამ აღნიშნეს ისიც რომ სერვერები აღდგება და იმუშავებს ისევ თამაში.

  7. rogor gadmovwero am saitidan pubg lite

  8. ნიკა შონია

    pubg mobile რო გადმოვწერე ექაუნთი არ მქონდა შექმნილი და ისე დამადეს ბანი ვერ ამხსნით

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.