ახალი Call Of Duty: Modern Warfare 2 ოფიციალურად დადასტურებულია

ActivisionBlizzard-მა ოფიციალურად დაადასტურა ახალი Call Of Duty: Modern Warfare 2 -ის გამოსვლის თაობაზე!

ამ სიურპრიზს ნამდვილად არავინ ელოდა, იმის შემდეგ რაც კომპანიამ სხვადასხვა ფრენჩაიზის ნაწილები და ვერსები შემოგვთავაზე, ზოგადად ჩვენთვისაც კი სიურპრიზი აღმოჩნდა რადგან ლეგენდარული Modern Warfare-ს ფრენჩაიზი დიდიხანია არ დაბრუნებულა.

როდესაც ოფიციალურმა Call Of Duty-ს გვერდებმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, ტრეილერსაც ვერ დავარქმევდი, ასე ვთქვათ საზოგადოებას აჩვენეს ის რისი ნახვაც ყველას ძალიან დიდი ხანია გვინდოდა

ესეც ოფიციალური ვიდეო:

 როგორც ვიდეოში ხედავთ, ბევრი არაფერია ნაჩვენები, ბევრი კიარა საერთოდ არაფერი მაგრამ, თუ ჩვენი საყვარელი ფრენჩაიზის Modern Warfare-ს ტრილოგიას რომ ეხება ამას წყალი არ გაუვა.
თუ კარგად მოვუსმენთ, ვიდეოში ისმის სხვადასხვა “Radio Metter” ხმები, ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს მიანიშნებს იმაზე რომ საკმაოდ საინტერესო კამპანია ექნება შემდეგ ფრენჩაიზის ნაწილს და ამას თვითონ ოფიციალური მხარეც ადასტურებს “The new era of Call of Duty is coming,” აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი Call Of Duty: Modern Warfare 2 იქნება ყველასთვის საინტერესო და ბევრი თავგადასავალით სავსე.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სხვადასხვა სანდო პორტალებიდან, რომ თამაშის მოქმედებაში ისევ იქნება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დანაყოფი სახელად Task Force 414, აქედან გამომდინარე იმედებს ვიტოვებთ, რომ ძალიან საინტერესო რამ გველის.

სხვა სიახლეები ახალ Call Of Duty: Modern Warfare 2-ზე ოფიციალურ მხარეს ჯერ არც დეტალები ან რაიმე ახალი ინფორმაცია გაუმხელია, სავარაუდოდ ინტენსური მუშაობა მიმდინარეობს, შესაბამისად ახალ ამბებს ოფიციალური კომპანიებისგან ძალიან მალე გავიგებთ!

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

EVENT • DIRT 3 OUTBREAK – შაბათი, 12 ნოემბერი

თუ ხარ ძველი თამაშების მოყვარული, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. გადავწყვიტეთ, შაბათს 12 ნოემბერს, საღამოს 9 …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.