Battlefield 2042 petition
Battlefield 2042 petition

ხალხი Battlefield 2042 -ში გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვს

ალბათ ყველას გაგიგიათ ვიდეოთამაშ Battlefield 2042-ზე ბევრი უკმაყოფილება მოთამაშეების მხრიდან, დიახ ეს უკმაყოფილება ნამდვილად სწორი და თვალსაჩინოა.

როდესაც Battlefield 2042 გამოვიდა, მოთამაშეებმა ის ნამდვილად ვერ მიიღეს რაც მათ ნამდვილად სურდათ, რასაც დეველოპერები პირდებოდნენ. უზარმაზარი შეცდომები, ეგრედ წოდებული “ბაგები” ლაგი, სხვადასხვა პრობლემებით ვიდეოთამაშმა მას შემდეგ შეაწუხა მოთამაშეები, რაც თამაში გამოვიდა.

საზოგადოებამ გადაწყვიტა პეტიციის შექმნა, რაც ითვალისწინებს ხელმოწერებს იმის შესახებ, რომ მოთამაშეებმა, რომლებმაც თანხა გადაუხადეს კომპანია Electronic Arts-ს ითხოვენ კომპანიისგან კუთვნილი თანხის დაბრუნებას.

 

 ვიდეოთამაში ყოველდღე კარგავს მოთამაშეთა უხვ რაოდენობას, გასულ თვეს უფრო მეტი ხელმოწერა შეგროვდა პეტიციაზე, ვიდრე თამაშის სერვერებზე აქტიური მოთამაშეები იყვნენ, ალბათ თქვენც თუ გაქვთ შეძენილი თამაში თქვენც მოგხვდებოდათ თვალში ის ფაქტი, რომ თამაშის სერვერები თითქმის ცარიელია.

 

ახლა, როგორც ჩანს მოთამაშეებმა გადდაწყვიტეს ეს შანსი ხელიდან არ გაუშვან, ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაახლოებით ამ ბოლო 4 დღის განმავლობაში 25.000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა Change.org-ზე და ეს რიცხვი ყოველდღე საგრძნობლად იზრდება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, დააკმაყოფილებს კომპანია მომხმარებლის მოთხოვნებს?

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ დეველოპერული კომპანია DICE-ს თქმით დაანონსებულია მასშტაბური თამაშს განახლება. პრობლემებისა და შეცდომების აღმოფხვრა თუმცა, საკითხავი ისაა იმოქმედებს მომხმარებელზე ეს განცხადება თუ უკვე ყველაფერი გვიანაა….

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
📣 Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

EA

Electronic Arts-მა რუსეთში ყველა გაყიდვა შეაჩერა

Electronic Arts-ის თქმით რუსეთში და ბელარუსიაში წყვეტენ გაყიდვებს. Electronic Arts-ის ოფიციალური განცხადებით კომპანიამ განაცხადა, რომ …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.