bluestacks

ითამაშე ტელეფონის თამაშები პერსონალურ კომპიუტერში მარტივად

 სანამ დავიწყებთ, ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მოგილოცოთ შობა-ახალიწელი, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

 ალბათ ყველას არ აქვს ის ფუფუნება, რომ სასურველი ვიდეოთამაში გადმოწეროს პერსონალურ კომპიუტერში და ითამაშოს უპრობლემოდ, ეს ფაქტია! მაგრამ დამერწმუნებით არსებობს ძალიან ბევრი სხვა გზა ინტერნეტის საშუალებით გასართობად.

თუ ჯერ კიდევ არ იცით, აქვე გეტყვით, რომ არსებობს აპლიკაცია(ები) (ძალიან ბევრი) რომლის საშუალებითაც, თქვენს პერსონალურ კომპიუტერში შეძლებთ ითამაშოთ მობილური ანუ სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშები. ამ ყველაფერს კი ძლიერი და დიდი მონაცემების პერსონალური მოწყობილობა არ სჭირდება.
 როგორც დასაწყისში ვახსენე, არსებობს უამრავი აპლიკაცია მაგრამ, ჩვენ გირჩევთ მათ შორის ერთ-ერთ საუკეთესოს. აპლიკაციას ეწოდება bluestacks რომლის საშუალებითაც, თქვენს მოწყობილობაში ჩამოტვირთავთ Android ტიპის აპლიკაციას, რომელიც თქვენს მოწყობილობაში ჩაიტვირთება დაყენების შემდეგ როგორც სმარტფონი.

აპლიკაცია ასე გამოიყურება დაყენების შემდგომ

 აპლიკაციის დაყენების შემდეგ, გაიხსნება ზემოთ არსებული სურათზე მოცემული ანდროიდ ფანჯარა, ანუ თქვენ უკვე წარმატებით გავქთ დაყენებული აპლიკაცია. 
აპლიკაციის გახსნის შემდეგ ჩათვალეთ, რომ მოწყობილობაში გაქვთ იგივე სმარტფონი ანდროიდ სისტემით და მუშაობს როგორც სმარტფონი. თამაშების გადმოსაწერათ თქვენ საჭიროა შევიდეთ Play Store-ში შეიყვანოთ თქვენი არსებული Google Play-ში შესასვლელი ანგარიშის ინფორმაცია (დაცულია) ან უბრალოდ დარეგისტრიდეთ და გახსნათ ახალი Google-ს ანგარიში.
 თამაშის დაყენება იდენტურია სმარტფონთან, უბრალოდ შედიხართ Play Store-ში აირჩევთ თამაშს, და გადმოწერის შემდეგ ჩართავთ აპლიკაციის დახმარებით.

აპლიკაციის სისტემის მოთხოვნები, რომლების აპლიკაციის გასაშვებად დაგჭირდებათ

მინიმალურიმაქსიმალური
OS: Windows 7 და მაღლაOS: Windows 10
Processor: Intel or AMD ProcessorProcessor: Intel or AMD Multi-Core Processor 
RAM: 4GBRAM: 8GB 
Storage: 5GBStorage: 5GB SSD უპირატესია
graphics: ინტეგრირებულიgraphics: GTS ან GT ვერსია და მაღალი
ინტერნეტის კავშირიინტერნეტის კავშირი
პლაფორმის ტიპი: PC/Laptop.პლაფორმის ტიპი: PC/Laptop.

აპლიკაცია

100% დაცული აპლიკაცია

გადმოწერე აპლიკაცია
User Rating: 4.7 ( 2 votes)

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
📣 Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

Battlefield 2042 petition

ხალხი Battlefield 2042 -ში გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვს

ალბათ ყველას გაგიგიათ ვიდეოთამაშ Battlefield 2042-ზე ბევრი უკმაყოფილება მოთამაშეების მხრიდან, დიახ ეს უკმაყოფილება ნამდვილად სწორი …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება!

0
კალათა
  • No products in the cart.