FIFA 22
FIFA 22

FIFA 22 დაანონსდა

Electronic Arts-მა ოფიციალურად დაანონსა უახლესი FIFA 22-ის გამოსვლა, რომლის მთავარ ქოვერზე კილიან მბაპე იქნება. ვიდეო თამაში კი 2021 წლის პირველ ოქტომბერ იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, ვიდეო თამაში იქნება Hypermotion ტექნოლოგიით აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც როგორც დეველოპერები აცხადებენ, ვიდეო თამაში იქნება მრავალმოქმედებიანი და ისეთი რეალური როგორციც აქამდე არ ყოფილა. ახალი ტექნოლოგია მოთამაშეს საშუალებას მისცეს, შეისწავლოს და აითვისოს სწრაფათ ვიდეო თამაშში არსებული და მოცემული ფეხბურთელების შესაძლებლობები, რომელიც მთლიანად დაყრდნობილი იქნება ამ სისტემაზე. ასევე ისიცაა ნახსენები რომ, თამაშის დროს მოთამაშეები იხვეწებიან როგორც შესაძლებლობებთ ასევე ფიზიკური მონაცემებით.

დეველოპერებმა გაასაჯაროვეს ინფორმაცია რომ, ვიდეოთამაშში ჩაშენებული იქნება Next Generation პლატფორმა, რომელიც შეიცავს ახალი ემოციების შეძენას , მოთამაშის შესაძლებლობების გაზრდას, პრესინგს და ყველა იმ კრიტერიუმს, რაც რეალურად ფეხბურთელს და ფეხბურთს სჭირდება განვითარებისთვის.

FIFA 22 -ში ასევე შეგვხდება როგორც კარიერული მოდიფიკაცია, ასევე კლუბების განვითარება, ეგრედ წოდებული (UT) Ultimate Team მოდი, ასევე ამაწლის FIFA-ს ექნება “მეკარის” სხვადასხვა ჩაშენებული სისტემა, რომლის საშუალებითაც მოთამაშეს შეგეძლებათ შესძინოთ ახალი შესაძლებლობები და რაღადთქმაუნდა განავითაროთ იგი.

FIFA 22-ის თამაში შესაძლებელი იქნება შემდეგ პლატფორმებზე: PS4, PS5, Xbox Series X/S, Xbox One, PC და ასევე Stadia-ზეც. ხოლო უახლოეს მომავალში დეველოპერებმა განაცხადეს, ვიდეო თამაშით სარგებლბა შესაძლებელი იქნება Nintendo Switch-ის საშუალებითაც

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.