Battlefield
Battlefield

ოფიციალურად ახალი Battlefield დაანონსდა

რამოდენიმე საათის უკან, ოფიციალურმა Electronic Arts ის ვებ-საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია ახალი Battlefield – ის შესახებ, რომელიც 2021 წლისთვის გახდება ცნობილი.

აუცილებლად მინდა ავღნიშნო, ოფიციალურ განცხადებაში ძალიან ამაღელვებელი ფრაზები ამოვიკითხეთ და ცოტა რბილად რომ ვთქვათ დეველოპერები და ოფიციალური მხარე ყველაზე მასშტაბურ მახასათებლებზე საუბრობენ. ასევე აღნიშნეს რომ, ახალი დაანონსებული Battlefield იქნება ყველაზე მასშტაბური და ყველაზე გამორჩეული ვიდეოთამაში სერიებს შორის, რომელიც აქამდე ყოფილა რადგან 2021 წლისთვის დაანონსებულ ვიდეოთამაშს ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი და გამოცდილი კოლექტივი უდგას სათავეში, რომლებიც მომდევნო ნაწილის შექმნაში იმუშავებენ.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

პირველ რიგში მიდა გითხრათ, რომ ყველაზე მასშტაბური დეველოპმენტი იგეგმება ახალი Battlefield-ის ნაწილის შესაქმნელათ კონსოლებისთვის და ასევე პერსონალური პლატფორმებისთვის, და ამავდროულად განურჩევლად ვადასტურებთ მობილურ ვერსიაზე მუშაობას!

2021 წელი ჩვენთვის ძალიან საინტერესო წელია DICE – სთან ერთად, რადგან Electronic Arts-ი უკვე ყველასე პრესტიჟულ მსოფლიო დონის დეველოპერებთან თანამშრომლობს, ჩვენ ახლა უკვე გვყავს ძალიან დიდი დეველოპერთა ჯგუფი ახალ Battlefield-დზე სამუშაოდ, რომელიც არასოდეს ასეთი მასშტაბური არ ყოფილა. ჩვენ უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ Electronic Arts-ის მნიშვნელოვან მეგობრებთან, DICE-სთან და Criterion Games-ს თან, მუშაობა კი უკვე დაწყებულია, რომ 2021 წლისთვის თქვენთვის საჩვენებელი პროექტის ვერსია მზად იყოს და გეოცნოს საზოგადოება ახალ პროექტს.

ასევე კომპანიამ უკვე განაცხადა რომ, მასიურად ტესტავენ ვიდეოთამაშს, და ცდილობენ შექმნან “უნაკლო” ვიდეოთამაში, რომელიც გეიმერებს იმედს არასოდეს გაუცრუებს.
კომპანიამ აღნიშნა ისიც რომ, წინ ძალიან ბევრი და საინტერესო რამ გველოდება, საუბარია გრაფიკულ მხარეებზე, იარაღებზე, ოპერატორებზე, ვიდეოთამაშის შიდა მოქმედებითი მხარის მრავალფეროვან განვითარებაზე და მოკლედ იმ ყველაფერზე რამაც შეიძლება გეიმერი გაოცებამდე მიიყვანოს, რომელიც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია.

Battlefield Mobile 2022 წელს

კომპანია წერს, რომ: ახალი გამოწვევები ყოველთვის ჩვენი პრივილეგია იყო რომ Battlefield განვითარებულიყო სხვადასხვა პლატფორმის სისტემებზე. ახლა კი კომპანია აქტურად მუშაობს ITOYS -სთან რომელიც დააგენერირებს ახალ ვერსიას მობილურ პლატფორმებზე, სმარტფორმებზე და ტაბლეტებზე.
თამაში უკვე ტესტირებას გადის მობილურ პლატფორმებზე, რომელიც უკავშირდება შიდა პროგრამულ და ბალანსირებულ ნიუანსებს, რომელიც მორგებული იქნება ახალი თაობის სმარტფონებზე და გენერირდება ყველა სახის ტაბლეტებსა თუ სმარტფონებზე.

გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
📣 Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

F1 2020

F1 – როდესაც ვირტუალურს და რეალურს შორის ხაზი ქრება

F1 2019-ს ამბიციური გეგმები აქვს eSports სცენაზე საპრიზო თანხა გაორმაგდა რბოლის სიმულაცია ასეთი რეალისტური არასდროს …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *