Call of Duty: Modern Warfare 2 Campaign Remastered – უკვე გაშვებულია

1 წუთის საკითხავი
Remember " No Russians"

Remember " No Russians"

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Call of duty – ს სერების გამორჩეული ნაწილი Call of duty: Modern Warfare 2 ის განახლებული Remastered ვერსია უკვე ხელმისაწქვდომია!

შეგახსენებთ რომ დეველოპერებმა არსებული თამაშის Remastered ვერსია შექმნეს მხოლოდ თამაშის კამპანიაში და ხელმისაწვდომია მხოლოდ Playstaton 4 ზე, სხვა პლატფორმებზე კი გარკვეული პატარა დროის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი.

ახალ Remastered ვერსაში თქვენ დიდ და ბევრ განსხვავებას წააწყდებით, როგორიცაა მაგალითად: იარაღის ხმები, გრაფიკული მახასიათებლები რომლებიც 4K FULL HD გრაფიკას გამოიმუშავებენ, ასევე თამაშში არსებული რადიოში გადმოცემული სხვადასხვა პერსონაჟების შეტყობინებები და კიდევ სხვა მრავალი რამ.

Call Of Duty: Modern Warfare 2 Remastered Trailer

თუ თქვენი ფავორიტიც გახლავთ არსებული ნაწილი რეკომენდაციას გიწევთ რომ ახალი ვერსიაც სხცადოთ, რადგან ეს ნაწილი გახლავთ ყველაზე მასშტაბური პერსონაჟებისგან შემდგარი ისტორია რომელიც ემოციებსა და დაძაბულობას ერთდროულად გადმოსცემს, ასევე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაწილი – “No Russian” -იც შეგხვდებათ.

მოთამაშეები, რომლებიც შეიძენენ ახალ Call of duty: Modern Warfare 2 ის Remastered ვერსიას, ისინი დასაჩუქრდებიან სხვადასხვა ნივთებითა და კოსმეტიკით, რომლის გამოყენებაც ახალ Call of duty: Warzone ში შეეძლებათ.

0 0 ხმა
შეფასება
გამოწერა
შემატყობინეთ
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა
ლინკის დაკოპირება