როგორ მუშაობს ვიდეო თამაშის სერვერები
როგორ მუშაობს ვიდეო თამაშის სერვერები

როგორ მუშაობენ ვიდეოთამაშის სერვერები

21 საუკუნეში ვირტუალური რეალობა და ზოგადად ონლაინ სტრუქტურა, იმდენად განვითარებულია რომ, ზოგჯერ მას გვერდსაც კი ვერ ვუვლით. ავიღოთ მაგალითად გასაგებ ენაზე, სოციალური ქსელები. მაგალითად Facebook, Instagram და ა.შ.

ყველა მათგანს რომელსაც, ინტერნეტზე წვდომა აქვს და ერთ მომხმარებელს მეორე მომხმარებელთან აკავშირებს, გააჩნიათ საკუთარი საბაზისო ეგრედ წოდებული სერვერი.

სხვადასხვა სერვერი სხვადასხვა მოცულობის და სიძლიერისაა, სერვერები გაცილებით დიდ სამუშაოს ასრულებენ ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და თქვენ გგონიათ.

არსებობს სხვადასხვა სერვერების ტიპები, რომლებსაც სხვადასხვა დანისნულება აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ თამაშების სერვერებს შევეხებით. ერთი შეხედვით თამაშის სერვერ მარტივი სტრუქტურა აქვს და ეს ყველასთვის გასაგებია, დიახ რათქმაუნდა მარტივი სტრუქტურა აქვს იმ შემთხვევაში თუ ამას ერთი შეხედვით დავინახავთ და არ ჩავეძიებით. რეალურად სერვერები იმხელა სამუშაოს და პროცესებს გადიან თქვენსა და თქვენი მეგობრების კავშირის დასამყარებლად რომ, ეს პროცესი მთელრიგ ფუნქცია-მოვალეობებს შეიცავს.

განვიხილოთ:

სერვერების ვირტუალური მუშაობა დაახლოებით ასე ხდება

მომხმარებელი <> ინტერნეტი <> სერვერი <> სერვერის მონაცემთა ბაზა <> ინტერნეტი <> მომხმარებელი

სერვერზე თქვენი შესხვა ხდება თქვენი პერსონალური კოდით, რომელსაც სერვერი შიფრავს და ნებას გაძლევთ თავიან ბაზაში ადგილი დაიმკვიდროთ, თქვენი პერსონალური კოდი იგივე თქვენი ეგრედ წოდებული აიპ-მისამართია (IP) რომლის მეშვეობითაც სერვერი განგასხვავებთ სხვა მონაწილისგან. როდესაც თქვენ სერვერზე მოხვდებით დარწმუნებული იყავით იმაში რომ, თქვენი პერსონალური მონაცემები და ინფორმაცია პირდაპირ სერვერის ბაზაში ინახება რასაც ეწოდება (LOG).

ამიტომ როდესაც თამაშს ვთამაშობთ, ჩვენი პერსონალური მონაცემები ასე მუშავდება – მომხმარებელი <> ინტერნეტი <> სერვერი <> სერვერის ბაზა <> კავშირი სერვერთან <> ინტერნეტი <> მომხმარებელი. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ თქვენს მონაცემებს სერვერი ატრიალებს და ინფორმაცია გადაეცემა და გადმოგეცემათ თქვენ ამას კი სერვერის შიდა სტრუქტურა და ეგრედ წოდებული LOG ასრულებს. 

ასევე გააჩნია სერვერის მოცულობასა და სიძლიერეს, რადგან რაცუფრო ძლიერია სერვერი, მით უფრო მეტი მომხარებლის კავშირში მოყვანა შეუძლია ერთმანეთთან, ძველი თაობის სერვერები შედარებით ნაკლებ მომხმარებეზე იღებენ იდეალური კავშირისთვის პასუხისმგებლობას და ამიტომ ექმნება მოთამაშეს წვდომის ხარვეზი.

რას ნიშნავს ეგრედ წოდებული “პინგი” და “ლაგი”?

ეს ორი ერთმანეთისგან ისე განსხვავდება როგორც სპილო და ჭიანჭველა!

პინგი – ეგრედ წოდებული პინგი გახლავთ თქვენი მონაცემების სერვერის ბაზაზე მიწოდების სისწრაფე ანუ მაგალითად როდესაც პინგი სერვერთან გაქვთ 100Ms სერვერს სწრაფად მიეწოდება თქვენი ინფორმაცია, ანუ ეს აღნიშნავს სერვერთან თქვენი ინფორმაციის გადაცემის ასე ვთქვათ სიხშირეს, რომელსაც უზრუნველყოფს ინტერნეტი.

ლაგი – ეგრედ წოდებული ლაგი გახლავთ სერვერზე არსებული პრობლემა, ლაგის დროს თამაშის მოქმედება იჭედება, ითიშება ან საერთოდ რეაქცია არ აქვს, თითოეულ თქვენს ქმედებას თამააში რომ იდეალურად აღიქვას თქვენმა მონაწილებ ან მეგობარმა საჭიროა ამისთვის იდეალური წვდომა რომელსაც უზრუნველყოფს პინგი, ინფორმაციის გადაცემის სისწრაფე. ხოლო როდესაც სერვერზე ლკაგია ეს იმას ნიშნავს რომ მოწყობილობა რაზეც კავშირი გაქვთ დამყარებული არ მუშაობს გამართულად ან უბრალოდ სისტემა ვერ ერევა იმ მონაცემებს რაც თამაშისთვის რეალურადაა საჭირო.

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

Sony-მ უკვე 30 მილიონზე მეტი Playstaton 5 გაყიდა

მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანა SONY-მ თავისი მასშტაბური გაყიდვები გაასაჯაროვა და მსოფლიოში ყველაზე მეთხოვნად კონსოლზე P;aystation 5-ის …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

1
კალათა