გეიმინგ-ჰორორ Chenrobylite-ის ადრეული ვერსია 16 ოქტომბერს გახდება ხელმისაწვდომი – დეტალები

საშინელებათა ჟანრისა და ჩერნობილის “გაუცხოების ზონაში” გადარჩენის სიმულატორის ნაზავი Chenrobylite  ადრეული წვდომის ვერსიით 16 ოქტომბერს გამოჩნდება – განაცხადეს თამაშის შემქმნელმა სტუდია The Farm 51-დან.

ოქტომბრიდან გეიმერები შეძლებენ გამოიკვლიონ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, აგრეთვე შიშისმომგვრელი მიტოვებული საბავშვო ბაღი “საიდუმლო თვალი” და პრიპიატის რამდენიმე რეგიონი.
თამაშის ადრეულ ვერსიაში წარმოდგენილი იქნება სიუჟეტის ნაწილი 8-საათიანი ხანგრძლივობით. მოგვიანებით კი თამაშის ავტორები გეიმერებს ჰპირდებიან, რომ გამოუშვებენ განახლებებს სიუჟეტის ახალი ეპიზოდებით, ახალი ლოკაციებით, პერსონაჟებითა და გმირების განახლებული აღჭურვილობით. “Chenrobylite-ის სიუჟეტი არასწორხაზოვანია, არაპროგნოზირებადი და მთლიანად დამოკიდებულია გეიმერის გადაწყვეტილებებზე. თამაშს უამრავი სხვადასხვა სახის დასასრული ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ითამაშებთ თუნდაც მხოლოდ ადრეულ ვერსიას , ყოველთვის შეგეძლებათ დატკბეთ ახალი ისტორიებით, თუკი თამაშს სხვადასხვა მეთოდით ხელახლა გაივლით – აცხადებენ ავტორები.

თამაში გვპირდება სამეცნიერო-ფანტასტიკის სიუჟეტს გადარჩენისთვის, რომელიც მოიცავს ბნელი სამყაროს თავისუფალ კვლევას, რთულ ბრძოლებს, კრაფტინგსა და არაპროგნოზირებად მოვლენებს.

სცადეთ გადარჩეთ და ამოხსნათ ჩერნობილის ჩახლართული საიდუმლოებები დახურული ზონის 3D  სკანირებით. გახსოვდეთ რომ მებრძოლების არსებობა თქვენი ერთადერთი პრობლემა არ იქნება.

თამაშის შემუშავება მიმდინარეობს როგორც პერსონალური კომპიუტერის, ისე Xbox One-ისა და Playstation 4-ის ვერსიების სახით. ადრეული ვერსია მხოლოდ Steam-ში იქნება ხელმისაწვდომი. სრულფასოვანი რელიზიკი 2020 წლის მეორე ნახევრისთვისაა მოსალოდნელი.
 პოლონურმა სტუდია Farm 51–მა Chenrobylite 2018 წლის დაანონსა, თუმცა გარკვეულუი პერიოდი მის შესახებ აღარაფერი იყო ცნობილი.

წარმოდგენილ ვიდეორგოლში შემაძრჭუნებელი მუსიკის ფონზე ჩანს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე მიტოვებული ზონა. სიუჟეტი დაკავშირებულია მისტიკასთან, რაზეც მიუთითებს გაცოცხლებული თოჯინები მკვდრეთით აღმდგარი ლიკვიდატორები. Farm 51-ის გუნდა თავად მოინახულა ჩერობილისი გაუცხოებული ზონები. მათ ჩაატარეს ადგილობრივი ტერიტორიების სკანირება, რათა მაქსიმალური სიზუსტით წარმოედგინათ პოსტ აპოკალიპსური გარემო.

Chernobylite Early Acces

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

Sony-მ უკვე 30 მილიონზე მეტი Playstaton 5 გაყიდა

მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანა SONY-მ თავისი მასშტაბური გაყიდვები გაასაჯაროვა და მსოფლიოში ყველაზე მეთხოვნად კონსოლზე P;aystation 5-ის …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

1
კალათა