PS1 Games

ყველაზე პოპულარული TOP 10 Playstation 1 – ის ვიდეოთამაშები

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,  ალბათ გვახსოვს ჩვენს ბავშვობაში, როგორი პოპულარობით სარგებლობდა Playstation 1 იგივე  “სონი ერთი”. გადავწყვიტეთ თქვენთვის ნოსტალგიები გაგვეღვიძებინა და გთავაზობთ ტოპ თამაშების ათეულს, რომელიც 90 წლიდან 2000 წლამდე პოპულარული იყო და ჩვენს ბავშვობას განსაკუთრებით ხალისიანსა და გასართობს ხდიდა.

 თამაშები შერჩეულია ჩვენი გემოვნებით, რომელსაც ძალიან ხშირად ვთამაშობდით, და ასევე რაღათქმაუნდა რომელსაც ჩვენი მეგობრები გაცილებით ხშირად თამაშობდნენ და მათი ფავორიტები იყო.

 · Crash Bandicoot | Playstation 1

Crash Bandicoot ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი და გასართობი თამაში, ტრილოგია რომლის თავგადასავალიც ახლაც კი ყველას გვახსოვს. თამაში გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვანი პერსონაჟებით, გვიწევდა მათთან შეხვედრა და ბრძოლა პირველობისთვის. ეტაპობრივად თამაში გაცილებით რთული სათამაშო იყო და სწორედ ეს აძლევდა თამაშს მოთამაშეების ინტერესს და თამაშისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც გვაჩუქა დაუვიწყარი დრო გასართობად.

 · Need For Speed: High Stakes
Need For Speed: High Stakes Ps1

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი Need For Speed, PS1 ზე, განსაკუთრებული ავტომობილბით, განსაკუთრებული ტურებით და სხვადასხვა ჩემპიონატებით, ახლაც მახსოვს სხვადასხვა მოსახვევები თამაშში.

· Metal Gear Solid | Playstation 1
Metal Gear Solid PS1

იმედია ყველას გახსოვთ, ჩვენი ცნობილი Snake, რომელის რთული მისიების შესასრულებლად იყო გაწვრთნილი, თუმცა გამოვტყდეთ რომ ათასჯერ მაინც დაგვიწყია თამაში თავიდან, რადგან ჩვენი ნაბიჯების სხმა დაცვას ესმოდა და შესამჩნევები ვხდებოდით.

· Mummy | Playstation 1
Mummy PS1

საინტერესო სათავგადასავლო თამაში მუმია, რომელიც ყველას კინოდან გვახსოვს მაგრამ, ადრე თამაშიც ძალიან საინტერესო და დაძაბული იყო სათამაშოდ.

· Pro Evolution Soccer 2000+ | Playstation 1
PES 2000 PS1

Pro Evolution Soccer – ყველაზე პოპულარული ფეხბურთი ჩვენს ბავშვობაში, თამაში თავის დროზე იმდენად საინტერესო და იმდენად ჩამთრევი იყო ვეღარ ვწყდებოდით. მეგობრებთან ერთად რომლებსაც ვანადგურებდით ყოველთვის სახალისო იყო ფეხბურთის თამაში, ჩვენი სურვილისამებრ ბოლომდე გაძლიერებული ფეხბურთელები ცენტრიდან დარტყმულს რომ გოლს იტანდნე, ჩემპიონატები სადაც ყოველთვის პირველები ვიყავით ჩვენი დაუმარცხებელი გუნდით, და რაც ყველაზე მთავარია! გუნდის თითოეულ წევს ჩვენი მეგობრის სახელი რომ ერქვა ან “კლიჩკა” და ყველას თავისი დანიშნულება ჰქონდა.

· Twisted Metal | Playstation 1
Swisted Metal PS1

ერთ-ერთი მძაფრ სიუჟეტიანი თამაში Twisted Metal , ალბათ ყველას გვახსოვს მანქანებს რომ რაკეთებს ესროდით, ან მეგობრებს რომ ნერვებს უშლიდით იმის გამო რომ ტყვიასაც ვერ გარტყავდათ? ნამდვილად დასამახსოვრებელი ვიდეოთამაშია.

· Tekken | Playstation 1
Tekken PS1

ლეგენდარტული თამაში (ტეკენი) ვინმემ რომ მითხრას არ მითამაშიაო და ან არ მახსოვსო ახლავე გეუბნებით, დატოვეთ აქაურობა და მეორედ აქ აღარ შემოხვიდეთ! რადგან ყველას გვახსოვს Tekken თავისი პერსონაჟებით. ჩემი ფავორიტი იყო პაული რომლის სუპერ მუშტის დარტყმა დაახლოებით მოწინააღმდეგეს 80% აკლებდა, მაგრამ მომზადებისას სანამ მუშტს მოიქნევდა ისე მცემდნენ რომ ბოლოს წაგებული მე გამოვდიოდი, მაგრამ მტრისას თუ შემოქნეული ვინმეს მოხვდებოდა 😀 + საუკეთესო ნერვების მოსაშლელი მეგობრებისთვის :-B

 · Tarzan
Tarzan Ps1

ტარზანი, საბავშვო და ძალიან გასართობი თამაში, რომელიც ძალიან მომწონდა და არამხოლოდ მე, ბევრი თამაშობდა ამ ვიდეოთამაშს, მრავალფეროვანი იყო თავისი გასაოცარი ბუნებით, ხმებით, სირთულეებით და ა.შ. ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი თამაში იყო.

· DRIVER | Playstation 1
Driver PS1

Driver, ჩემთვის ძალიან გასართობი თამაში, ძირითადად მისიებს ყურადღებას არ ვაქცევდით ხოლმე, უფრო ქალაქში დავდიოდით. წესებს თქვენც ემორჩილებოდით ხოლმე სხვა მანქანების მსგავსად? ^_^

· 007 | Playstation 1

აგენტი 007, ვიდეო თამაშს, სხვადასხვა ბევრი ნაწილი ქონდა მაგრამ, ყველა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო თავისი რთული მისიებით.

 

 

დარწმუნებული ვარ, ბევრი ვიდეო თამაში აკლია ჩამონათვალს რომელიც თვენი ფავორიტი და ყველაზე გასართობი თამაში იყო, დაგვიწერეთ კომენტარებში რა თამაშს ჩაამატებდით ამ ტოპ ათეულს?

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

F1 2020

F1 – როდესაც ვირტუალურს და რეალურს შორის ხაზი ქრება

F1 2019-ს ამბიციური გეგმები აქვს eSports სცენაზე საპრიზო თანხა გაორმაგდა რბოლის სიმულაცია ასეთი რეალისტური არასდროს …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.