ამერიკის მთავრობამ ირანში და სირიაში League Of Legends ბანი დაადეს

  League of Legends ამ წუთიდან დაბლოკილია ირანში და სირიაში ამერიკის მთავრობის რეგულაციის გამო ქვეყნებს შორის.

  ფაქტი წარმოქმნილია ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციებთან და ზოგადად დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე ირანთან, ხოლო სირიაში თამაშის დაბლოკვა გამოიწვია იმან რომ, ირანი და სირია მჭირდო მოკავშირეებად იგულისხმევა რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

როდესაც მოთამაშეები, ირანიდან და სირიიდან თამაშში შესვლას ცდილობდნენ, თამაშისგან ასეთი მესიჯი დახვდათ: ” ა.შ.შ – ს კანონებისა და რეგულაციების მიხედვით, მოთამაშეები თქვენი ქვეყნიდან ვერ შეძლებენ თამაშში შესვლას და თამაშით სარგებლობას. ასეთი ცვლილებების შეტანა ირანთან და სირიასთან დაკავშირებულია ა.შ.შ – ს კანონის და რეგულაციების თანახმად, და თუ როდის მოიხსნება ბანი ან თუ მოიხსნება ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.

 ნოტა ხნის უკან, აშშ – ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სავაჭრო საქმიანობა გაწყვიტა და განაცხადა რომ, ირანთი ვეღარ შეძლებდა თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას ამერიკის ტერიტორიაზე.  League of Legends თითქმის ყველაზე პოპულარული უფასო თამაში ირანში და სირიაში, რომელიც რეგულაციების მსხვერპლი გახდა მოთამაშეებისათვის. რეგულაციებიდან გამომდინარე თამაშის დეველოპერები ვალდებულნი არიან დაიცვან ქვეყნის რეგულაციები, სწორედ ამიტომ მოხდა ბანის დადება ირანზე და სირიაზე.

ჯერ უცნობია ირანელი და სირიელი მოთამაშეები გამონახავენ თუ არა სხვა გზას თამაშის სათამაშოდ, ერთ-ერთ ვარიანტად მოიხსენება VPN პროგრამა მაგრამ, ეს სიამოვნება ირანში ძალიან ძვირია, შესაბამისად მოთამაშეები ჩიხში არიან.

 

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

EVENT • DIRT 3 OUTBREAK – შაბათი, 12 ნოემბერი

თუ ხარ ძველი თამაშების მოყვარული, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. გადავწყვიტეთ, შაბათს 12 ნოემბერს, საღამოს 9 …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.