Fortnite – ს ყველა ვეღარ ითამაშებს თუ საკმარისი ტექნიკური მხარდაჭერა არ გექნებათ

 დღეს გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია Epic Games – იდან რომ, Fortnite – ს მეათე სეზონის დასაწყისში ბევრი რამ იცვლება და არგუმენტირებულად გახადეს საჯარო დეველოპერებმა აღნიშნული სიახლე.

 შეძლებს თუ არა თქვენი სისტემური მოწყობილობა კონკურენცია გაუწიოს თამაშზე დაწესებულ ახალ შეზღუდვებს?


  ბევრი ადამიანი, რომლებიც იყენებენ ლეპტოპებს, აწყობილ Desktop პლატფორმებს, შეიძლება მათთვის ცოტა პატარა და მცირედი იყოს თამაშზე არსებული ახალი შეზღუდვების თვალსაზრისით ახალ ტექნოლოგიასთან გამკლავების უნარი, ანუ ამით დეველოპერები პირდაპირ ამბობენ რომ, თუ თქვენ ჯერ კიდევ ძველი მოწყობილობა გაქვთ და აღარ შეესაბამება სტანდარტებს თქვენ თამაშის დატოვება მოგიწევთ. ხოლო ამ ყველაფრის არსი იმაშია რომ თამაშის ძრავზე აწყობილი ტექნოლოგია მეათე სეზონიდან მხარს დაუჭერს მხოლოდ DirectX 11– ს, რაც პირდაპირ ურტყავს ძველ ვიდეო ბარათებს რომლებსაც მეთერთმეტე ვერსიის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, არაიმიტომ რომ, მათზე მორგებული პაკეტები არ არსებობს, იმიტომ რომ მათ მძლავრი რესურსი არ გააჩნიათ რომ ბოლო ვერსიის წამყვან ტექნოლოგიას გაუმკლავდნენ.

 სიახლე შევიტყვეთ Epic Games – ის ბლოგ პოსტიდან, სადაც დეტალურად გვიხსნიან რომ, თუ თქვენ გაქვთ ძველი კომპიუტერი მაგალითად 2009 წლიდან ან უფრო ადრე გამოშვებული ტექნოლოგიებით, თქვენი ვიდეო ბარათი და ზოგადი სისტემა ვერ შეათავსებს რესურსებს ახალ ტექნოლოგიასთან, შესაბამისად ძველ ვიდეო ბარათებს მეათე სეზონთან წვდომა შეუჩერდებათ თავიანთი დაბალი რესურსების გამო.

 მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც უნდა იყოს, როდესაც მეათე სეზონი ძალაში შევა და მოთამაშეები მეათე სეზონის თამაშს დაიწყებენ, ძველ ვიდეო ბარათები ვეღარ შეეთავსებიან ახალ ტექნოლოგიასთან და მოკლედ რომ ვთქვათ, თამაშისთვის გამოუსადეგარი იქნება, წერს ეპიკი.

დასკვნა:

 თუ დეველოპერემბა ასე გადაწყვიტეს რომ, მოძველებული პლატფორმები ვეღარ შეძლებენ ახალი ტექნოლოგიებისთვის თვალის გასწორებას, გამოდის რომ მოთამაშეები, რომლებსაც ცოტა მოძველებული ვიდეო ბარათი ან თუნდაც რაიმე სისტემა აქვთ ისინი ვეღარ შეძლებენ თამაშს.
არის თუ არა თამაშისთვის ეს საზიანო? ანუ პოპულარობას დაკარგავს თუ არა?
პასუხია: არა
იმიტომ არ დაკარგავს თამაში, არც პოპულარობას და არც მოთამაშეებს რომ, პირველ რიგში დეველოპერები ცდილობენ ახალ ტექნოლოგიასთან შერწყმას, შემდეგ ტექნოლოგიას რომ თავი დავანებოთ, თამაში უკვე ნებისმიერ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე კონსოლებზეც და სვიჩზეც. შესაბამისად როგორც მოთამაშეების პრობლემა დეველოპერებს და თამაშსაც არ ექნებათ,  აღნიშნული უბრალოდ დაარტყამს იმ მოთამაშეებს, ვისაც უბრალოდ ძველი ტექნოლოგია აქვთ და განახლება, არ ან ვერ მოახერხეს.

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

EVENT • DIRT 3 OUTBREAK – შაბათი, 12 ნოემბერი

თუ ხარ ძველი თამაშების მოყვარული, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. გადავწყვიტეთ, შაბათს 12 ნოემბერს, საღამოს 9 …

4 კომენტარი

  1. GTX 750 ti i53330 8ram sakmarisia ?

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.