ფანები ცდილობენ Ghost Recon Phantom აღადგინონ თავიანთი ძალებით

 ჩვენმა მედიაჯგუფმა გადაწყვიტა, მოგვეძებნა დახურულ თამაშებზე ინფორმაცია. არსებობენ გაცოცხლებული დახურული თამაშები მაგალითად Battlefield 2, Battlefield Heroes და კიდევ სხვა გარკვეული დახურული ონლაინ თამაშები.

ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გადააწყდა ერთ საინტერესო ინფორმაცია, როგორც გავარკვიეთ, ზოგიერთი ფანი დროს ტყუილად არ კარგავს და ცდილობს დახურული თამაშის Ghost Recon Phantom აღდგენას და მის (გატეხვას).
როგორც გავარკვიეთ საქმე ეხება თამაშის ხელმეორედ Patch – ების აღდგენას, რომელიც ხელს შეუწყობს მოთამაშის იდენტიფიკაციას ონლაინში და შეიქმება Patch ის იდენტური სერვერები, სადაც მოთამაშეები დაუკავშირდებიან ერთმანეთს, სერვერზე დაკავშირების შემდეგ კი მოთამაშეებს შეეძლებათ თამაშით სარგებლობა ძველებურად მაგრამ პროგრამისტები წერენ იმასაც რომ თამაშის დეტალები, კონტენტი და ფაილები ისე რთულადაა გაკეთებული ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება და გამოცხადებული აქვთ შიდა ვაკანსიებიც.

1. პროგრამირების დეველოპერი: (C#, ASM, Adobe Flash, Python)
2. Byte level networking experience
3. Translation abilities
4. Moderation experience
5. Web development experience

თუ თქვენ გაგაჩნიათ შესაბამისი უნარები შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა პროექტის განვითარებაში.

ამჟამად მუშაობენ DLL ფაილებზე, Login Experienc – ზე , თამაშის შიდა დამაკავშირებელ კონტენტზე.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ოფიციალურGhost Recon Phantom  Discord Channel – ზე.

კომენტარები:

avatar
  გამოწერა  
შემატყობინეთ