ახალი Steam Chat აპლიკაციის დებიუტი დღეს შედგა

 დღეს ახალი Steam Chat აპლიკაციის დებიუტი შედგა მობილური მოწყობილობების პლატფორმებზე. უფასო Steam Chat აპლიკაცია ხელმისაწვდომნია IOS და Android სმარტფონებზე, ჩატი აწყობილია თანამედროვე სისტემაზე და თავისი მრავალფეროვანი ფუნქციებით საშუალებას გაძლევთ ეკონტაქტოთ თქვენს მეგობრებს მაღალი ხარისხის აპლიკაციით.

აპლიკაცია შეიცავს სხვადასხვა სახის ახალ ფუნქციებს Desktop კლიენტებისთვის:

  • მეგობრები – აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ ვინ არის შემოსული თქვენი მეგობრებიდან, ასევე შეგეძლებათ ნახოთ თუ რა თამაშს თამაშობენ თქვენი მეგობრები.
  • მეგობრებთან მიმოწერა – თქვენი ჩატი იქნება მრავალფეროვანი, თქვენ შეგიძლიათ მეგობრებს გაუგზავნოთ ლინკები, ვიდეოები, თვითერის პოსტები, გიფები, Giphy , Steam ემოციები და კიდევ სხვა მრავალი რამ.
  • თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მეგობრები პირდაპირ გენერირებული ლინკებიდან ან პირდაპირ გაუგზავნოთ E-mail ზე მეგობრობის თხოვნა.
  • ასევე შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ თქვენი შეტყობინებები, აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ არ გამოტოვოთ თამაშში მოწვევები, ახალი შეტყობინებები და კიდევ ბევრი რამ.
  • ჯგუფის ჩატი – ჯგუფის ჩატი საშუალებას მოგცემთ თქვენი ორგანიზაციის წევრები გააერთიანოთ, ან თქვენი მეგობრები ჯგუფში და ერთობლივად მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა ღონისძიებებში ან თუნდაც თამაშის დროს.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წარმოდგენილი აპლიკაცია აქ Apple Store ზე და Google Play  ზე.

ცნობილია ისიც რომ Valve მუშაობს ხმოვან ჩატზეც აპლიკაციაში რათა მოთამაშეებმა შეძლონ ერთმანეთში კომუნიკაცია ხმოვანი სისტემით. კომპანიამ ასევე აღნიშნა რომ აპლიკაცია უმაღლესი დაცვის სისტემა ექნება, როგორც ერთი შეხებით შესვლა, ასევე QR კოდირებული ავტორიზაცია.

კომენტარები:

avatar
  გამოწერა  
შემატყობინეთ