PUBG ნეპალში დაბლოკეს

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში სახელად “Playerunknown’s Battlegrounds” დღეს ნეპალში დაბლოკეს, ინფორმაციას ავრცელებს ნეპალის ინტერნეთ ჟურნალი Kathmandu.

ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა როდესაც, ნეპალის კრიმინალურმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო სკოლებში, და ამავედროს პსიქოლოგებზე დაყრდნობით რადგან, სკოლებიდან და სხვადასხვა დაწესებულებიდან ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა იმის შესახებ რომ, მოზარდები ძალიან დიდ დროს უთმობდნენ არსებულ თამაშს, სკოლებში, მასწავლებლებთან, სახლში, და ეს ფაქტი გამოიწვია იმან რომ თავად მშობლებმაც კი იჩივლეს შესაბამის სამსახურებში რომ არსებული თამაში დაებლოკათ ნეპალში.

ფსიქოლოგებს ამ ფაქტთან დაკავშირებით დიდი წვლილი მიუძღვით რადგან, მათ კრიმინალურ სამსახურს გააცნეს ის ინფორმაცია რასაც მოზარდები ამ ვიდეოთამაშის შემდეგ ავლენდნენ.

ფსიქოლოგებმა დაასკვნეს რომ ვიდეოთამაში მოზარდებში, შიშს, დიდ დაძაბულობას, სტრესს, გაღიზიანებასა და სხვა მრავალ უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურად რომელიც მოზარდს განვითარებაში ხელს ძალიან უშლის, შესაბამისად ფსიქოლოგებმა ის დასკვნა გამოიტანეს საბოლოოდ რომ თამაში ხელმისაწვდომი აღარ უნდა ყოფილიყო.

ნეპალის, უსაფრთხოებისა და კრიმინალური უშიშროების დეპარტამენტის უფროსი დიდი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობდა ყოველივე ამას და მან პატარა კომენტარიც გააკეთა ამ ფაქტის შესახებ.

ჩვენი დეპარტამენტი ვალდებულია დაიცვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ნებისმიერი საფრთხისგან, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დანაშაული. ჩვენს დეპარტამენტში ინტენსიურად შემოდიოდა საჩივარი მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, სკოლებისგან იმის შესახებ რომ არსებული თამაში ცუდ გავლენას ახდენდა მოზარდებზე ხოლო, ჩვენი ქვეყნის კომუნიკაციების დეპარტამენტმა გამოძიების დეტალებზე დაყრდნობით დაბლოკა არსებული თამაში, რომელიც ასეთი ყურადღების ცენტრში მოხვდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ვიდეო თამაშს რომელიც არაეთნიკურ ვითარებას შეიცავს და ასაკობრივი შეზღუდვა წესით უნდა ჰქონდეს, მაინც ნებისმიერი მოზარდისთვის ხელმისაწვდომი იყო უმარტივესად, ეს კი ნამდვილად იდეალური მიზეზია იმისათვის რომ ასეთი ვიდეოთამაშები დაბლოკილ იქნას ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ ცალკეულ პროდუქტზეა საუბარი, არსებობს ბევრი ვიდეო თამაში რომელიც საერთოდ არ გახლავთ კონტროლირებადი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მიუხედავად პირისთვის და ეს დიდი პრობლემაა.

 

თამაშის დაბლოკვა რეალურად გამოიწვია უხვა საჩივრების რაოდენობამ, რომელიც ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტში შევიდა, გამოძიების შემდეგ კი ვიდეოთამაში დაბლოკეს.

კომენტარები:

avatar
  გამოწერა  
შემატყობინეთ
Copy link