წლის თამაში“ Golden Joystick Awards 2018-ის მიხედვით

გაიმართა Golden Joystick Awards 2018-ის დაჯილდოების ცერემონია. მოგახსენებთ, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულებს ირჩევს არა წინასწარ მოწვეული ჟიური, არამედ თავად გეიმერები მთელი მსოფლიოდან. როგორი მოულოდნელიც უნდა იყოს, წლის თამაშად არ დასახელდა Red Dead Redemption 2, როგორც ბევრი დამკვირვებელი ელოდა. წლის თამაშის ტიტული მიიღო Epic Games-ის პროექტმა. იხილეთ ყველა კატეგორიაში გამარჯვებული თამაშების სრული ჩამონათვალი: 

 

  • წლის თამაში— Fortnite 
  • წლის თამაში კრიტიკოსების აზრით— Red Dead Redemption 2 
  • საუკეთესოIndie-თამაში — Dead Cells 
  • საუკეთესო მობილური თამაში— PUBG Mobile 
  • საუკეთესოPC თამაში — Subnautica 
  • საუკეთესო კიბერსპორტული თამაში— Overwatch 
  • საუკეთესო გრაფიკა— God of War 
  • საუკეთესო სიუჟეტი— God of War 
  • საუკეთესო ხმა— God of War 
  • წლის სტუდია— Sony Santa Monica 
  • საუკეთესო კონკურენტული თამაში — Fortnite 
  • საუკეთესოco-op-თამაში — Monster Hunter World 
  • თამაში,რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებიან – Cyberpunk 2077 
  • საუკეთესოVR-თამაში — Skyrim VR 
  • საუკეთესო მიღწევა— Xbox Adaptive Controller 
  • საუკეთესო სამსახიობო თამაში— ბრაიან დეკარტი კონორის როლში, თამაშიდან: Detroit: Become Human 
  • ჯილდო „მე გავაგრძელებ ამის თამაშს“— World of Tanks 
  • ჯილდო განსკუთრებული ღვაწლისთვის— ჰიდეტაკა მიაძაკი 
  • წლის პროგრესი— სტუდია Unknown Worlds 
  • Sony-ის საუკეთესო ექსკლუზივი— God of War 
  • Nintendo-ს საუკეთესო ექსკლუზივი  — Octopath Traveler 
  • Microsoft-ის საუკეთესო ექსკლუზივი  — Forza Horizon 4 
  • საუკეთესო სტრიმერი— ბრაიან დეკარტი და ამელია როუზ ბლერი.  

გასახარია God of War-ის ჯილდოების რაოდენობა და ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ – ხუთი წლის წინ PS4-ისთვის  გამოშვებულმა პროექტმა მიიღო „საუკეთესო გრაფიკის“ ჯილდო. 

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

EVENT • DIRT 3 OUTBREAK – შაბათი, 12 ნოემბერი

თუ ხარ ძველი თამაშების მოყვარული, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. გადავწყვიტეთ, შაბათს 12 ნოემბერს, საღამოს 9 …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.