fbpx

Assassin’s Creed-ში შესაძლოა ვიკინგური თემატიკა გამოჩნდეს

როგორც ჩანს, შემდეგი Assassins Creed ის სიუჟეტი ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზე ვითარდება და არა იაპონიაშიროგორც ამ დრომდე მიიჩნეოდაKotakuს შეტყობინების თანახმად, გამოსახულებაზე, რომელიც The Division 2-ზე გამოჩნდა, ასახულია სკანდინავიელი მეომრები, რომლებიც ედემის ვაშლს (Apple of Eden) ფლობენ. 

ედემის ვაშლი – ეს არის არტეფაქტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს Assassins Creed-ის ბევრ თამაშში და როგორც ჩანს, იგი შემდეგ ნაწილში დაბრუნდება სიუჟეტში. 

Kotaku-მ Ubisoft-ს მიმართა კომენტარებისთვის, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო კომპანიამ არანაირი ინფორმაცია არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, რას ნიშნავს და რა როლს ასრულებს აღმოჩენილი გამოსახულება თამაშის შემდგომ ნაწილში. თუკი ეს არ არის რაიმე სახის ხრიკი ან მანიპულაცია კომპანიია მხრიდან, Assassin’s Creed-ის ახალ ნაწილში მოთამაშეებს ელით ცივ ზღვებში მოგზაურობა და თავგადასავლები. შესაძლებელია ისიც, რომ ვიკინგების თემა იაპონური თამაშის შემდეგ გაგრძელდეს. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. 

წყარო: Overclockers

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
📣 Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

ახალი Call Of Duty: Modern Warfare 2 ოფიციალურად დადასტურებულია

Activision–Blizzard-მა ოფიციალურად დაადასტურა ახალი Call Of Duty: Modern Warfare 2 -ის გამოსვლის თაობაზე! ამ სიურპრიზს …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი!

Subscribe

This will close in 20 seconds

0
კალათა
  • No products in the cart.